დახურვა
სტილი
10.08.2022

 მომღერალი გია სურამელაშვილი დიდი ხნის წინ დაკარგულ სიყვარულს დღესაც ვერ იხსენებს ემოციების გარეშე. იმ გრძნობამ იარები დაუტოვა - სულიერიც და ფიზიკურიც. მას შემდეგ აღარავინ ჰყვარებია. ის ცხოვრების ურთულეს პერიოდზე საუბრობს.

"6 მაისს ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღე გათენდა. ვერაფერი გავიგე, ისე უცებ შეურიგდა მეუღლეს. 35 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და მითხრეს, გაუქმების შანსი არ არისო. ნერვიულობით 40 კილო დავრჩი, სულ შავები მეცვა. კონცერტებზე ერთი და იმავე ფორმით გავდიოდი, არ ვიცოდი, რა დროს წამომივიდოდა ცრემლები. ყველა კითხულობდა, ეს როგორი გიააო.

სწორედ მაშინ დავიწყე პლანის მოწევა და წამლის გაკეთება, მაგრამ ნარკოტიკზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. გასინჯვის პერიოდები მქონდა, დიდად არ მომეწონა და თავის დანებებაც არ გამიჭირდა. ხელებზე შემხედეთ, დღემდე მაქვს იარები.

დაჩეხილი ვიყავი, ჩემს თავს ვაწამებდი. მსიამოვნებდა, საკუთარ თავს ფიზიკურად რომ ვუსწორდებოდი. ასეთი გრძნობა თურმე ცხოვრებაში ერთხელ მოდის და აღარასოდეს მეორდება. ჩემთან დაბრუნებული უკან აღარ უნდა გამეშვა. ახლა ის მკვდარი რომ არ იყოს, დღეს ძალიან ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, რადგან ჩვენ ერთად ვიქნებოდით.

მან ჯერ თავისი ოჯახი დაანგრია, ჩემთან მოვიდა და მერე მე დამინგრია ყველაფერი. შემდეგ ქმარს შეურიგდა, მაგრამ 3 თვეში ისევ ჩემთან მოვიდა. რა ვქნა, ვერ ვაპატიე და მაშინ აწეწილი ცხოვრება დღემდე ვერ დავალაგე." - ჰყვება გია სურამელაშვილი ჟურნალ "სარკესთან".

წყარო: "სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×