დახურვა
სტილი
06.03.2023

მსახიობი, მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანის შესახებ წერს, რომელიც საჯაროდ ძალადობაში ამხილა.

მისი თქმით, მას მხილებული პირი სასამართლოში უჩივის.

"ზუსტად 2 კვირა გავიდა მას მერე, რაც გავბედე და საჯაროდ ვთქვი ის, რისი თქმაც 10 წლის განმავლობაში მინდოდა. ეს ამბავი იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, იცოდა იმ ოჯახმა, ვისაც მე თავი შევაფარე და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მათი.

იცოდა ე.წ. ბაბლმა, ამ ამბავზე წლების განმავლობაში ჩუმად საუბრობდნენ. 10 წელი მტანჯავდა, მაწუხებდა და ვაღიარებ, რომ მეშინოდა გამეგებინებინა უფრო მეტი ხალხისთვის.

ახლაც კი, როცა საჯაროდ ვთქვი, ბევრმა ადამიანმა, ვინც სამწუხაროდ ამა თუ იმ გავლენის ქვეშაა ან სხვა მიზეზი აქვს, თავი შეიკავა რეაგირებისგან, მაგრამ მხარდამჭერი უფრო მეტია და მადლობა იმ ხალხს, ვინც გამბედავი აღმოჩნდა, ვინც საჯაროდ წერს ან პირადში მამხნევებს. ძალიან ბევრნი ხართ სიტყვები არ მყოფნის, ვთქვა როგორ გემადლიერებით.

განსაკუთრებით მადლობა ქეთა გაბუნიას და კომუნა მზესუმზირას, ისინი წლების განმავლობაში პირდაპირ საქმიან ურთიერთობაში იყვნენ მოძალადესთან და ამის მიუხედავად უკან არ დაუხევიათ ჩემს დასაცავად.

მადლობა ია ფარულავას და მის გუნდს, რომელმაც მომისმინეს და გულთან მიიტანეს ჩემი ამბავი და დღემდე მუდმივ კომუნიკაციაზე არიან.

ცხადია, ვერაფერი დამავიწყებს ამ ფაქტს, მაგრამ მე შევეცადე, რომ მხრებიდან მომეხსნა ტვირთი. არ დავიწყებ ახსნას, რომ მე არანაირი მოტივაცია არ მექნებოდა ტყუილი დამებრალებინა ადამიანისთვის ერთადერთი სურვილი, რაც ამ აღიარების დროს მამოძრავებდა, მინდოდა დამეცვა სხვები.

შეიძლება ცოტა დავაგვიანე, მადლობა მათ, ვინც ამის გამო არ მკიცხავთ.

თურმე რამდენი ვყოგილვართ, ქალებო.

ყველა თქვენგანის გამო ვწუხვარ, ვისაც იგივე, ცოტა ნაკლები ან უარესი გამოგივლიათ იმ ადამიანისგან.

მადლობა გამბედაობისთვის, რომ ჩემთან მაინც ყვებით. მე მესმის მათი, ვისაც საჯაროდ თქმის ძალა ჯერ არ შესწევს.

რაც შეეხება ბიკო ბირბიჩაძეს:

ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ აპირებს მიჩივლოს.

სიმართლე გითხრათ, ძნელია, ასეთი ადამიანისგან კიდევ რამე გაგიკვირდეს, მაგრამ ესეც მოახერხა.

საბედნიეროდ, მოწმეები ბევრი მყავს და ამსათანავე მაქვს იმედი, რომ სხვებიც გაბედავენ საჯაროდ თუ არა, შესაბამის უწყებებთან საუბარს. ნუ შეგეშინდებათ, ბევრნი ვართ და ძალიან ძლიერები და შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ერთმანეთი უნდა დავიცვათ.

მე მჯერა სიმართლის და მჯერა ჩემი საზოგადოების", - წერს მსახიობი.

ცნობისთვის, მარტა ბარამიძემ ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა, მძიმე ისტორიაზე, რომელიც თავს გადახდა.

მისი თქმით, მასზე განახორციელეს მორალური ძალადობა და სურდათ სექსუალური ძალადობის განხორციელება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×