დახურვა
სტილი
07.03.2023

პაატა თედიაშვილი „პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონში მონაწილეობს.

მომღერალი ჟურნალ „თბილისელებს" ესაუბრება:

„შოუში ყველა მონაწილეს თავისი დანიშნულება აქვს. მე მაქვს პროვოკაციული ჩანაფიქრები სიმღერის თვალსაზრისით და თუ საშუალება მომეცა, განვახორციელებ. ამ სიმღერას „მონოგამი" ჰქვია და ისიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემას უკავშირდება. ჩვენს საზოგადოებაში ადამიანს ხშირად ავალდებულებენ ერთგულებას, მაგრამ ეს ერთგულება მისი მეორე ნახევრისთვის ძალიან იაფია. ხშირად მონოგამიაში მცხოვრები ადამიანი მსხვერპლია. მას აჯერებენ, რომ ის უნდა იყოს ერთგული. ამ სიმღერაში ჩანს ადამიანი, რომელიც დაიღალა ამ ერთგულებით და ერთ მშვენიერ დღეს პროტესტს გამოთქვამს.

დიდი ხანია, დაგეგმილი მაქვს პროვოკაცია, რომელიც თავისუფლების მოედანს უკავშირდება... ჩემი პროვოკაცია, სიშიშვლის სახით, ძალიან საინტერესო იქნება. მართლა შიშველი კი არ დავიწყებ ქუჩაში ტანტალს ყველას დასანახად, ეს სიშიშვლე ესთეტიკურად შეიფუთება, შესაბამისი რაკურსები იქნება დაჭერილი იმისთვის, რომ ტრაგიკულიც იყოს, ირონიულიც და საინტერესოც..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×