დახურვა
სტილი
27.06.2023

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინი გაჩეჩილაძე ფეისბუქზე 80 წლის უმწეო ბებოს დაჯარიმეის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

"არ ვიცი, ასეთ დროს უნდა ვთქვა, როცა მოხუცებულ ადამიანს ვერ უშველე და უმწეობისგან განადგურებული მთელი გზა, ტირილით დავბრუნდი სახლში!...

სამს აკლდა წუთები, გზა გადავჭერი, რომ ტრანსპორტში ჩავმჯდარიყავი. გაჩერებაზე სამარშრუტო ტაქსი იდგა. კარი ღია ჰქონდა და თავიდან ვერ მივხვდი, ამდენი ხანი იქ რატომ იდგა. მოგვიანებით კონტროლიორებმა მოხუცებული ბებო, დაახლოებით 80 წლის, იძულებით ჩამოსვეს გაჩერებაზე და აქტის შედგენა დაიწყეს!..

ქალბატონი ემუდარებოდა და სთხოვდა კონტროლიორებს, რომ გაეშვათ, რადგან კათარზისში აგვიანდებოდა, მისვლა სამ საათამდე ყოფილა საჭირო, თორემ მეორე დღის სამ საათამდე მშიერი დარჩებოდა!...

ბარათზე ანგარიში გათავებია იმ წუთას, მაგრამ ძალიან აგვიანდებოდა!

მივმართე თხოვნით, რომ დაეშვათ ერთი გამონაკლისი და მოხუცი გაეშვათ, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს!...

ასეთი პირქუში ხალხი ცხოვრებაში არ შემხვედრია! მოხუცებულ ქალბატონს ბარათი წაართვეს და ჯარიმას უწერდნენ!

ბებო სთხოვდა, რომ არ დაეჯარიმებინათ, რადგან პენსიით, მხოლოდ წამლების ყიდვას ახერხებდა, მაგრამ ისინი შეუვალები იყვნენ!

ბებო მიტრიალდა, არც სამგზავრო ბარათი აღარ გამოართვა და ტირილით გააგრძელა გზა. ახლა ან მიუსწრებ და ან არაო!...

კონტროლიორებს მივმართე, რომ არასწორად მოიქცნენ და კანონი კანონია, მაგრამ უმწეო მოხუცის მეტი ვერავინ ნახეთთქო?...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×