დახურვა
სტილი
29.06.2023

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძე და მისი მეუღლე, ენი გასიევა ერთმანეთს დაშორდნენ, ამ თემის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ლენუკამ განმარტა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ენი, „დღის პოსტს" სტუმრობდა, სადაც მის ყოფილ მულზე ისაუბრა. „ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი... ვიყავი „თბილისი ოფენ ეარზე". მთელი თბილისი იქ იყო. მეგობარი დავკოცნეთ ხუმრობით და პრესამ გამოაქვეყნა, რომ თურმე მკერდზე ვკოცნი ამ ჩემს 18 წლის მეგობარს, რაც ასე არ ყოფილა. ლენუკამაც დაწერა პოსტი, რომ ჩემი რძალი ენი აღარ არის, ჩემი ძმა დაშორდაო. მე ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. ძალიან მიყვარს ნატალია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაფრის დრო არ რჩება. ნატალია განზეა გამდგარი, არაფერში ერევა. რაც შეეხება ლენუკას, არაფერი მწყენია. ვისაც რა უნდა, ის პოზიცია დააფიქსიროს, იქით იყო, აქეთ იყოს..." - ამბობს ენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×