დახურვა
სტილი
18.01.2024

მსა­ხი­ო­ბი, ბესო ზან­გუ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მოს­კოვ­ში გეგ­მავს.

ის გან­ცხა­დე­ბას ერთ-ერთ ჯგუფ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით „ქარ­თვე­ლე­ბი მოს­კოვ­ში" აქ­ვეყ­ნებს.

„მო­გე­სალ­მე­ბით ქარ­თვე­ლე­ბო დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით. ვინც არ მიც­ნობთ, ვარ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი. მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ჩა­მო­ვი­დე მოს­კოვ­ში და მანდ ვცა­დო ფილმში ბედი, ან მე თა­ვად დავ­დგა სპექ­ტაკ­ლი. რუ­სუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი კარ­გად ვიცი.

მინ­და მი­ვი­ტა­ნო ჩემი პორ­ტფო­ლიო მოს­ფილ­მსა და სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ებ­ში.

მინ­და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნოთ, რა და რო­გორ გა­ვა­კე­თო, რად­გან გას­ტროლ­ზე რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მზად მხვდე­ბო­და. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

იქ­ნებ იც­ნობთ ვინ­მე აგენტს ვინც მსა­ხი­ო­ბებს ასაქ­მებს და ამა­ში იღებს თან­ხას.

რა თქმა უნდა, ისე არა­ვინ და არა­ფე­რი მოძ­რა­ობს უკვე. ჰა­ერ­შიც კი ფულს ვიხ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე მგო­ნია!

მაქვს იმე­დი თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბის და ჩემი სურ­ვი­ლის გულ­თან მი­ტა­ნის. არ და­გა­ღა­ლა­ტებთ, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მგო­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტის სა­ხე­ლი მაქვს და მინ­და მან­დაც ვცა­დო ბედი, რად­გან აქ იყო კარ­გი მსა­ხი­ო­ბი, მხო­ლოდ სა­ხელს ნიშ­ნავს, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ, სხვა არა­ნა­ი­რი გა­სა­ქა­ნი არ გაქვს.

ამ მოკ­ლე სტა­ტუ­სით იქ­ნებ დიდი საქ­მე გა­კეთ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც ის ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა ვინც და­მეხ­მა­რე­ბა!

პა­ტი­ვის­ცე­მით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­დან ბესო ზან­გუ­რი," - წერს მსა­ხი­ო­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×