დახურვა
სტილი
07.02.2024

მუ­სი­კოს აჩი­კო გუ­ლე­და­ნი, შვი­ლის, მა­რი­ამ გუ­ლე­და­ნის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა და ქა­ლიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს. გუ­ლე­და­ნი შვილს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­მარ­თავს და ამ­ბობს, რომ მას კი­თხვე­ბის დას­მის არ უნდა მო­ე­რი­დოს.

"ერთი ამ­ბა­ვი აგი­ტე­ხავს, შვი­ლო... სა­ნამ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ა­ზე, სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე ან ის­ტო­რი­ის ცოდ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მე­ა­სედ და­ვი­ლა­პა­რა­კებთ მე და შენ, ბა­რემ სა­ჯა­როდ გე­ტყვი, კი­თხვე­ბის დას­მის არ მო­გე­რი­დოს, არც "სხვა რას იფიქ­რებს" მა­გის. რაც უფრო მეტს გდევ­ნი­ან, ან გლან­ძღა­ვენ, უფრო სწორ გზა­ზე ხარ იცო­დე.

მეტი კი­თხვა და­უს­ვი შენ თავს და სხვა­საც და ყო­ველ­თვის თქვი ის რა­საც ფიქ­რობ, არ არის მარ­ტი­ვი ეგ, მაგ­რამ "ჩვენ" რომ ვერ შევ­ძე­ლით, ან­გა­რი­ში რომ გა­ვუ­წი­ეთ და ტონს და­ვუ­წი­ეთ, იმი­ტომ ვართ იქ, სა­დაც ვართ. მოკ­ლედ, შენ გზა­ზე იარე მა­მუს, ისეც და ასეც სულ შენ­თან ვარ, ან ას­ტა­მით, ან ას­ტამ­ზე" - წერს აჩი­კო გუ­ლე­დან­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ მა­რი­ამ გუ­ლე­და­ნის ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლის თე­მა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ "მა­გა­ლი­თად გრი­გოლ ხანძთე­ლის წა­კი­თხვა­ში დრო და­კარ­გა".

"გრი­გოლ ხანძთე­ლის წა­კი­თხვა­ში რაც დრო დავ­კარ­გე, მა­გას ვე­რა­ვინ და­მიბ­რუ­ნებს. მგო­ნია, რომ მა­გის წა­კი­თხვა არა­ვის არ სჭირ­დე­ბა" - თქვა მა­რი­ამ გულედანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×