დახურვა
სტილი
18.04.2024

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიციირებასა და პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოსვლის დღიდან ,,ქართული ოცნება" ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებას, (,,კაპიტანი გიგაური", ,, მდიდარი არასამთავრობოები", ,,ციფრული დიქტატურა" და მილიონი დასპონსორებული სისაძაგლე) ამიტომ არასამთავრობოები მათ არ ენდობიან და უფრთხიან, მით უმეტეს მათ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელშიც რა წერია, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ კანონები გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, როგორც ეს ხდება პოლიტიკური ოპონენტების, მედიის და სხვა შემთხვევებში.

სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლური სტრუქტურები ამ კანონის არ მიღებისკენ. ამას თუ ვერ ხვდებით ,,ერთი არგუმენტი დაგვისახელონ, რატომ არის კანონი რუსული" ტიპები, ე.ი აზრზე არ ხართ საერთოდ არაფრის, ან დებილის ნიღაბი გიკეთიათ და არ გიხდებათ. აბა, თქვენ იცით, გააგრძელეთ ეგრე და მერე სხვებს ეძახეთ კლოუნები", - წერს გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×