დახურვა
სტილი
25.03.2022

მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ბაბი შეცვლილ იმიჯსა და სილამაზის რჩევებს თავის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს.

ცოტა ხნის წინ მან ტუჩის კორექცია გაიკეთა და სიახლის გულშემატკივრებისთვის გაზიარებაც არ დავიწყებია.

„დღეს გადასარევი დღე მაქვს. სულ მინდოდა ტუჩის კორექცია, მაგრამ მეშინოდა. როგორც იქნა, გავბედე" - წერდა მოღერალი.

ამჯერად მან იმიჯის განახლება თმის ფერის შეცვლით გადაწყვიტა და ახალი ფოტოები საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

„როგორ გიხდება, გავგიჟდი", „როგორი ელეგანტური ხარ", „საოცრად გიხდება, ბაბი" - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×