დახურვა
სტილი
01.04.2022

მომღერალი დათუნა მგელაძე და ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძე ოჯახური ცხოვრებით ტკბებიან. დათუნა თავის პირადზე ,,სარკესთან" ისაუბრა.

ჯერჯერობით ჩვენი თანაცხოვრება კონფლიქტების გარეშეა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ოჯახი კონფლიქტების გარეშე არ არსებობს. ნინო ძალიან შეგნებული ადამიანია და კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ერთმანეთს ყოველთვის უნდა დავუთმოთ. მე და ნინომ გადავწყვიტეთ, რომ ყოველი მეორე ან მესამე დღე მეგობრებთან ერთად გავატაროთ. მივდივართ სტუმრად, მოდიან ჩვენთან, მოკლედ არ ვიწყენთ.

ჩვენი ოჯახის შექმნით ჯერ კიდევ შოკში ვართ და ჯერ კიდევ შეყვარებულობანას ვთამაშობთ.

ნინომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეავსო. ყოველთვის ვთვლიდი, რომ წარმატებული და შემდგარი ადამიანი ვიყავი, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა. ეს ნინოს სიყვარულმა შეავსო. ყველა წარმატებულ ადამიანს უნდა ჰყავდეს გვერდით მეორე ნახევარი, რომელიც იქნება მისი მეგობარიც, მრჩეველიც და სტიმულიც.

მე და ნინოს ძალიან გვიყვარს მომავლის დაგეგმვა, ერთმანეთს ბევრ რამეში რჩევებს ვეკითხებით. ეს არის სრულყოფილი ურთიერთობა. ძალიან დიდი კომფორტი ყოფილა, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც ყველაფერს უზიარებ და მასთან ერთად გეგმავ ბევრ რამეს.

წყარო: „სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×