დახურვა
სტილი
02.04.2022

მოცეკვავე და ქორეოგრაფი სალომე ჭაჭუა ირლანდიიდან საქართველოში დაბრუნდა.

სალომე ირლანდიაში „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა და ფინალისტიც გახლდათ.

პროექტის შესახებ ცნობილმა მოცეკვავემ „იმედის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა ხმა დააკლდათ.

"გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან აბსოლუტურად ყველა დადგმა მე გავაკეთე, ყველა ჩემი ქორეოგრაფია იყო. ჩემს თავს ახალი „ჩელენჯები" გავუკეთე...

როგორც ხედავთ, მოეწონათ შედეგი..." - აღნიშნა სალომემ.

სალომე ჭაჭუამ გადაცემაში ქართული და ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავები" ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა:

„შეზღუდვები იყო ქორეოგრაფიის მიმართულებით. მაგალითად, ლათინურ ცეკვებში არ შეგვეძლო აზიდვები, მხოლოდ დაბალი „ტრიუკები".

იქიდან გამომდინარე, რომ კონსერვატიული ქვეყანაა, ცეკვის მოძრაობების და ასევე კოსტიუმების შეზღუდვებიც იყო. ყოველთვის გავდიოდით კონსულტაციას დამდგმელ რეჟისორთან...

მადლობელი ვარ ჩემი მეწყვილის, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ამყვა.

ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მუშაობა მასთან,რა თქმა უნდა, არ გამიჭირდა, რადგან თვითონ სპორტსმენია.

სულ მახსენდება ძალიან კარგად, იმიტომ რომ კომფორტულად ვმუშაობდით.

თვითონაც ძალიან უყვარს ცეკვა," - აღნიშნა სალომე ჭაჭუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×