დახურვა
სტილი
05.04.2022

გუგა და ნინო კუზანოვები შვილთან ერთად "იმედის" გადაცემას ესტუმრნენ, სადაც ურთიერთობასა და თავიანთ ყოველდღიურობაზე ისაუბრეს.

წყვილმა ერთმანეთი მწვანე კონცხზე დასასვენებლად ყოფნის დროს გაიცნო და როგორც თავად იხსენებენ, მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა დაქორწინებით.

როგორც ჩანს, რთული გრაფიკისა და პროფესიული ვალდებულებების გამო ოჯახი დროის ერთად გატარებას ხშირად ვერ ახერხებს. მშობლების მსგავსად, მათი შვილი ბაიაც სამედიცინო სფეროს მიჰყვება და 22 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი მიღწევა აქვს.

„22 წლის ვარ 

და სამედიცინო სფერო მე ავირჩიე. ერთი უნივერსიტეტი დამთავრებული მაქვს და ახლა მეორედ დავიწყე სწავლა. პირველი იყო სტომატოლოგია. ახლა სამკურნალო განხრა დავიწყე, თან რეზიდენტურაზე ვსწავლობ და ვარ დედა“, - ამბობს ბაია.

ბაიამ მშობლების ყოველდღიურობაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც გუგამ და ნინომ იუმორით აღნიშნეს, რომ მათი ცხოვრება სავსეა პატარა კამათებით.

„ჩემი მშობლების სადილი ან საუზმე ერთად არ მინახავს. დედასთან დედის მხარე უნდა დაიჭირო, მამასთან - მამის. თავიდან ვნერვიულობდი, შემდეგ მივხვდი, რომ აზრი არ აქვს და სულ ასეთები იქნებიან“, - განმარტა მან.

ნინოს თქმით, ის კვლავ პატარა ბავშვია, რომელიც ყველას მაგივრად დარდობს და იცის, რომ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამბობს, რომ სულ გადასარევადაა და მეუღლისგან განსაკუთრებულ რომანტიკას ან დეტალებზე ორიენტირებას არ ითხოვს.

წყვილმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ადრე უფრო ჩხუბობდნენ, ვიდრე ახლა და ეს ყველაფერი იმას მიაწერეს, რომ ასაკობრივად გაიზარდნენ.

გუგა და ნინო უკვე 29 წელია ერთად არიან და ისინი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ექიმებად ითვლებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×