დახურვა
სტილი
05.04.2022

ია ფარულავას ფარული კონვერტის“ პირველი სტუმარი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია. მან პირად ცხოვრებაზე დეტალურად არ ისაუბრა. თუმცა ზოგადად განმარტა, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს შეყვარებული, რადგან ამ გრძნობის გარეშე მის ცხოვრებაში არაფერი ხდება.

„ძალიან ხშირად როდესაც საჯაროდ ვსაუბრობთ პირად ცხოვრებაზე, ადამიანები თავს უფლებას აძლევენ და გამოთქვამენ პირად მოსაზრებებს - „ამდენი ხანი მარტო რო ხარ შე საწყალო“ - ასეთ კომენტარებს მიწერდნენ და უმეტესობა მათი ავტორისა არიან ქალები. ახლა ვარ იმ ეტაპზე, როცა არავის აზრი არ მაინტერესებს, ვარ ძალიან მშვიდად და მაქვს ცხოვრებაში ბალანსის პერიოდი, ასევე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს შეყვარებული ნანუკა, რადგან მე რომ არ მიყვარდეს, ჩემს ცხოვრებაში არ იქნებოდა სხვა არაფერი“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×