დახურვა
სტილი
06.04.2022

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ია ფარულავას ახალ გადაცემას ესტუმრა და განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა. ნანუკა შეეხო თავის შვილსა და ოჯახურ ცხოვრებსაც და გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ერთმა გოგომ მისი ძმის გამო სცემა.

„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ჩემი განიარაღება რომ მომხდარიყო, აუცილებელი იყო, რომ ჩემი პერანგი გაეხიათ. ჩემი ძმის გამო მცემეს. ჩემი ძმა უყვარდა ამ გოგოს და რატომღაც მე მტრად აღმიქვამდა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორიაა, რომელიც არასდროს მომიყოლია.

ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო ეს გოგო და ჩემი 

ძმა უყვარდა. გადაწყვიტა, რომ ჩემს ძმაზე ცუდი გავლენა მქონდა და ამის გამო მცემა. ბავშვობიდან ჩემი ძმის გამო ბევრი შარი მქონდა, ეზოში რომ მოუვიდოდა რაიმე კამათი, სულ მე ვიცავდი. არადა, ჩემზე უფროსია, მაგრამ მისი ფარივით დავრჩი. მიშკა ჩემს ცხოვრებაში მთავარი ფაქტორია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა“ - იხსენებს ნანუკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×