დახურვა
სტილი
13.08.2022

ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია.

ის "ინსტაგრამზე" თავის 219 ათას გამომწერს ხშირად სთავაზობს მეუღლესთან, ნოე სულაბერიძესთან და შვილთან, პატარა ანნასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ყურადღებას მისი გლამურული იმიჯითაც იქცევს ხოლმე.

ამჯერადაც, ჯანეტმა ახალი ფოტოები გაგვიზიარა, სადაც ფერად-ფერადი "ლუქებით" არის წარმოდგენილი.

საზოგადოებას თვალში მოხვდება მოდელის ვარცხნილობაც - სადად აწეული თმა და ნაწნავები, რომელიც ჯანეტს ნამდვილად ამშვენებს.

"ულამაზესი"

"განსაცვიფრებელი" - უწერენ ჯანეტს კომენტარები.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა ნოე და ჯენეტი იბიცაზე ისვენებენ.

ცნობილი წყვილი, სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ-ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით პერიოდულად ანებივრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×