დახურვა
სტილი
22.09.2022

რუსკა მაყაშვილი საუბრობს იმ სირთულის შესახებ, რომელიც მეორე შვილზე ფეხმძიმობისას დაიწყო – კერძოდ, მისმა უფროსმა შვილმა ილიამ პატარა დაიკოზე ეჭვიანობა დაიწყო:

„კატოს გაჩენამდეც რთული პერიოდი იყო, რადგან ილიასაც უნდოდა მუცელში დაბრუნება. ყველაფერი გაკეთებული მაქვს და არაფერი ჭრის ილიაზე. კატო რომ გამოგვყავდა სამშობიაროდან, ილიას „საჩუქრები მიუტანა“. თავიდანვე ვთქვით, რომ ის არის პირველი, ერთადერთი და განუმეორებელი, რა ვქნათ, კატო გაჩნდა და მასაც უნდა მოვუაროთ. პირველი დღეები ნორმალურად იყო, მაგრამ რაც უფრო იზრდება კატო, მით უფრო ეჭვიანობს. არ ვამბობ, რომ მე და სანდრო იდეალური მშობლები ვართ, მაგრამ ილიასთვის ყურადღება არ მოგვიკლია, გრძნობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც ძალიან ეჭვიანობს. კატო უკვე ძალიან უყვარს და ამას ვგრძნობთ, მაგრამ თითქოს მას აქვს მხოლოდ მოფერებისა თუ დარტყმის უფლება. სხვა ვინმე თუ გაუბრაზდება კატოს, ძალიან ბრაზდება – „კატოს თავი დაანებეთ, ჩემია“. თავად ძალიან აწვალებს. კატო შეგუებულია თავის ბედს შეძლებისდაგვარად, იცის, რომ ძმა ჰყავს, რომელიც ღრიალებს, დარბის, დახტის, ურახუნებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×