დახურვა
სტილი
20.03.2023

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო ასპარეზზე გამოჩნდა და საკუთარი ნიჭით მსოფლიო აღაფრთოვანა, ყურადღების ცენტრში მისი რჩეული, უმშვენიერესი ნიცა თავაძეც მოექცა.

"ვინ არის ნიცა თავაძე? კვარაცხელიას შეყვარებული, რომელიც საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად დარჩა. როგორც წესი, ხვიჩას რჩეული სოციალურ ქსელში არ აქტიურობს და განათლების მიღებაზეა კონცენტრირებული, თუმცა ხშირად ნეაპოლში, "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედანზე ვხედავთ" - წერდა ცნობილი იტალიური სააგენტო fantamaster-ი. სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ფეხბურთელის ასეთი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მისი მეორე ნახევარია.

თავად ხვიჩამაც აღიარა, რომ საჯარო აქტივობები დიდად არ ხიბლავს, ცხოვრებას კი სიმშვიდეში ამჯობინებს.

ხვიჩა კვარაცხელია გატანილი გოლის შემდეგ ხელით ხშირად გამოსახავს ქართულ ასო "ნ"-ს. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ამით შეყვარებულის, ნიცას სახელს აღნიშნავს და გოლსაც სწორედ მას უძღვნის. გამონაკლისი არც "ნაპოლი"-"ტორინოს" მატჩი ყოფილა. ფოტო სოციალურ ქსელში ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა. წყვილი ამჯერად ერთად იმყოფება და დროს სასიამოვნოდ ატარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×