დახურვა
სტილი
31.03.2023

ლიკუნა მეტრეველი პროფესიით იურისტია, თუმცა ამასთან ერთად ან წარმატებული სამოდელო კარიერის შექმნაც შეძლო. მან და ვასო ფხაკაძემ, ერთმანეთი 2012 წელს „მის საქართველოზე" გაიცნეს და თანაცხოვრების გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს. ვასომ და ლიკუნამ ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინეს და ჯვარი პარიზის ქართულ ეკლესიაში დაიწერეს.წყვილი ორ გოგონას ზრდის.

ამჯერად ლიკუნა მეტრეველმა ჟურნალ "თბილისელებთან" საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა:

„ძალიან ბევრს უთქვამს, მათ შორის, ჩემს კოლეგებსაც, რომ სანამ გამიცნობდნენ, პირველი შთაბეჭდილება ჩემ შესახებ, ასეთი იყო - მოდელი, ლამაზი,

გრძელფეხება გოგო რა იურისტი უნდა იყოს?! ცოტა ხანში, ერთმანეთი რომ გავიცანით და ნახეს, საქმის მხრივ რა შემეძლო, თავადვე აღნიშნეს ამ სტერეოტიპის შესახებ. ასე რომ, ამ სტერეოტიპის დამსხვრევის ერთ-ერთი მაგალითი ნამდვილად ვარ.

რადიკალურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ძალიან რთულად ვიღებ. თმის ფერის შეცვლაზე და შეჭრაზეც კი ორი წელი მაინც უნდა ვიფიქრო და მერე გადავდგა ნაბიჯი. მე ვიზუალში კორექტივების შეტანა ძალიან მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს ცვლილებების სურვილი აქვს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჯერ მე ეს პერიოდი არ დამდგომია, თუმცა ძალიან მინიმალური ჩარევებისთვის მიმიმართავს. მაგალითად, ბიორევიტალიზაცია გავიკეთე, კანის მოვლაზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან დღეს მგონია, რომ მხოლოდ ქალები კი არა, კაცებიც ძალიან აქტიურად უვლიან თავს. რამდენიმე თვის წინ ბოტოქსი გავიკეთე, მაგრამ ისეთი პრეპარატით, რომ მიმიკა შემნარჩუნებოდა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და საუბრისას ყველა ემოცია სახეზე მეტყობა, ამიტომ მიმიკური ნაოჭები მქონდა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წელი დამჭირდა, ბოლოს მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და ძალიან ბედნიერი ვარ" - ამბობს ლიკუნა მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×