დახურვა
სტილი
31.03.2023

ლელა წურწუმია „არ დაიდარდოსთან" ინტერვიუში, გადაცემაში „რადიოდუეტი" პასუხობს წამყვანის, თაკო მელიქიშვილის კითხვას, რა არის მისი წარმატების მთავარი საიდუმლო და რას ურჩევს შოუბიზნესში მყოფ ადამიანებს:

„შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ისეთი მომღერალი ვარ, ვისთვისაც ავტორები წერენ სიმღერებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად მოდის, ადამიანს შრომა ყოველთვის უფასდება. სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო ყველა საქმეს და განსაკუთრებით ჩვენს პროფესიას. ფაქტობრივად, თავი უნდა გადადო, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდეს. ყველაზე მთავარი სწორად შერჩეული იმიჯია. აქ ხმის დიაპაზონი არ განსაზღვრავს კარგ მომღერლობას, შეიძლება, ერთი ოქტავა დიაპაზონი გქონდეს, მაგრამ გემოვნებით აკეთებდე ყველაფერს. ნიჭი, გემოვნება, დამოკიდებულება, ყველაფერი ეს ერთად ქმნის არტისტს.

აუცილებელია პროდიუსერი. ძალიან ბევრი მარკეტინგულად სწორად გათვლილი ნიუანსია, რომელიც შემდეგ ამ შედეგს გაძლევს. სხვათა შორის, რაც სიმღერამ „ღამის სიჩუმე გაფანტე" გააკეთა, მგონი, ასეთი არც ერთ სიმღერას გაუკეთებია. ამ სიმღერის გარეშე კონცერტს, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვამთავრებ. შუა კონცერტის დროს მეძახიან, ღამის სიჩუმეს ხომ გაფანტავო. მართლა თაობები გაიზარდა ამ სიმღერებზე და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მაყურებელი ახალგაზრდავდება, ზეპირად იციან ტექსტი. მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც თავის დროს და თანხებს მითმობს, რომ გაიზიაროს ჩემი სითბო, ჩემი დამოკიდებულება. შენ, არტისტი, როგორც ექცევი შენს მაყურებელს, ზუსტად ისე გექცევიან ისინიც. თუ შენ არ გააკეთებ ამ ყველაფერს, მეორე კონცერტზე აღარ მოვა ადამიანი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×