დახურვა
სტილი
04.10.2023

ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი - სწორედ ასე მოიხსენიებენ მაკა ასათიანს დღემდე თავისი თაყვანისმცემლები. წარმატებულ და ყველასთვის საყვარელ მაკას განსაკუთრებული იმიჯი აქვს - ის ყოველთვის განსხვავებულად იცვამს და უპირატესობას კლასიკურ სამოსსა და მუქ ფერებს ანიჭებს.

ამჯერად მაკა ასათიანის ფოტოს ნინო ელიავა აქვეყნებს. ნინომ და მაკამ ერთობლივი წამოწყება გასულ წელს დააანონსეს.

„მინდა გაგაცნოთ ახალი წამოწყება Charity Movement-ი, რომლის ავტორები ნინო ელიავა და მაკა ასათიანი ვართ. გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქველმოქმედო მოძრაობა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავეხმაროთ ძალიან ბევრ მოხუც ადამიანს. ამ იდეის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ამას ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ უწყვეტი ხასიათი. ძალიან მინდა, რომ საახალწლოდ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერება შევძლოთ. მჯერა, რომ ერთად ამას შევძლებთ", - წერდნენ მაკა ასათიანი და ნინო ელიავა მიმართვაში.

სწორედ პროექტზე მუშაობის დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს ნინო ელიავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×