დახურვა
სტილი
22.03.2024

ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, რომლის დუბლითაც საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა.

„ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში იყო, აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენი მაყურებლის წინაშე ვთამაშობდით. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს ალბათ, უფრო ემოციის ბრალი იყო და ფინალში გამოვასწორებთ, მწვრთნელიც გვეტყვის თუ რა იყო შეცდომები. დღეს მე ვიყავი იღბლიანი, რომ გოლები გავიტანე. საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს.

ორ გოლს არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გავიტანდი. უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ,"-აღნიშნა ბუდუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×