დახურვა
სტილი
18.10.2021

ეს არის ოქტომბრის თვეში ერთ-ერთი საუკეთესო კვირა. 23 ოქტომბრიდან მზე გადადის მორიელის ურთულეს ნიშანში. ნოემბერში დაიწყება პანდემიის მეხუთე ტალღა.

ამ კვირის შემდეგ მოდის ურთულესი პერიოდი და ეცადეთ ეს კვირა კარგად გამოიყენოთ - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა იმედის დილაში განაცხადა.

ასტროლოგის თქმით, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს გეომაგნიტური დღეებია.

ოთხშაბათს კი სავსემთვარეობაა, რომელიც ხდება ვერძის და სასწორის ღერზე, სადაც მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება, ამ პერიოდში ახალგაზრდებში მოიმატებს ენერგიულობა და ასტროლოგი აფრთხილებს საზოგადოებას ოთხშაბათი დღე მშვიდად გაიარონ. რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

♈ვერძი - აქტიური პერიოდი გაქვთ და უფლება არ გაქვთ გაჩერების, თქვენი ენერგოტონუსი მაღალია. ამ კვირაში კარგად განსაზღვრავთ, თქვენ ყველა ქმედებას, ასევე პარტნიორული ურთიერთობებისთვის კარგი პერიოდი გაქვთ.

♉კურო - ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებთ, რადგან მორიელის ზოდიაქოს უახლოვდება მზე. ეს პერიოდი კარგია შეხვედრებისთვის, მაგრამ არ მიიღოთ სარისკო გადაწყვეტილებები, ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

♊ტყუპები - მათ ამ კვირაში ვერ გააჩერებთ, არიან შარმიანები, ენერგიულები. ახლა გაჩერების უფლება არ აქვთ, იაქტიურეთ, წარმატება და იღბალი თქვენ გვერდითაა.

♋კირჩხიბი - გამოცოცხლდება ნელ-ნელა. თუ რამე პრობლემა იყო ოჯახური ეს კვირა ძალიან კარგია ამ პრობლების გადასაჭრელად, მათ შორის მემკვიდრეობის საკითხზე.

♌ლომი - ძალიან აქტიურები და ქარიზმატულები არიან, თქვენთვის ერთ-ერთი წარმატებული კვირაა. სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა.

♍ქალწული - ენერგოტონუსი თქვენი მატულობს, თუ თქვენ ბიზნესში, მედიცინაში ან განათლების სფეროში დასაქმებული ხართ, პროფესიის კუთხით წინსვლაში საუკეთესო პერიოდი გაქვთ.

♎სასწორი - ჯერ კიდევ თქვენი დროა, მზე კიდევ არ გადასულა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ჯერ კიდევ გაქვთ წარმატების შანსები. ამ კვირაში ხართ ძალიან პოპულარული და იზიდავთ ადამიანებს, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.

♏მორიელი - ნელ ნელა იწყებს გაცოცხლებას, ურთიერთგაგება უმჯობესდება და ნაკლებად იკბინება, ნაკლები სარკაზმი აქვთ. შანსები წარმატების არის, მაგრამ გრანდიოზულ საკითხებს ჯერ არ შეეჭიდოთ, ამისთვის შემდეგი კვირა გაქვთ წინ.

♐მშვილდოსანი - შემდეგი კვირიდან დაგეწყებათ ურთულესი პერიოდი. ეს არის თქვენთვის დაბადების წინა პერიოდი, ამ დროს კი ენერგოტონუსი ყველაზე დაბლა იწევს, ამიტომ გამოიყენეთ ეს კვირა. შესაძლოა მიიღოთ ინტერნეტიდან ისეთი ინფორმაცია, რომელიც გახდება თქვენთვის წარმატების ფაქტორი.

♑თხის რქა - კარიერული განვითარების კუთხით საუკეთესო პერიოდია, ასევე კარგი პერიოდი გაქვთ მივლინებისთვის და მოგზაურობისთვის.

♒მერწყული - ეს კვირა აუცილებლად გამოიყენეთ, რადგან შემდეგი კვირიდან თქვენ ვეღარ გაიხარებთ, რადგან მორიელი გადადის მზეში და ეს თქვენთვის არ არის კარგი დრო. შანსები წარმატების ამ კვირაში ყველაფერში გაქვთ.

♓თევზები - ენერგოტონუსი უმჯობესდება, თუმცა იყავით ჯანმრთელობასთან იყავით ყურადღებით, ეცადეთ არ გაცივდეთ. ამის შემდეგი კვირა უკეთესია თქვენთვის, თუმცა ამ კვირაშიც შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არაერთი პროექტი განახორციელოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×