დახურვა
სტილი
05.11.2021

დრო ძალიან სწრაფად მიდის. თითქოს გუშინ იყო, 2021 წელს რომ შევხვდით, თუმცა სულ მალე კარს ახალი წელი მოგვიკაკუნებს და დროა, დასახოთ ახალი მიზნები, შეადგინოთ ახალი გეგმები, დატოვოთ ყველაფერი ცუდი წარსულში და 2022 წელს მომზადებული შეხვდეთ.

შეგახსენებთ, რომ ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 1-ელ იანვარს კი არ მოდის, არამედ ერთი თვის შემდეგ - 1-ელ თებერვალს. მაგრამ წინასწარ უნდა იცოდეთ, ვის გაუმართლებს ვეფხვის წელში! 3 „ცხოველს" შეუძლია 2022 წელს თავისი ბედნიერი წელი უწოდოს.

ვეფხვი

რასაკვირველია, ვეფხვის წელში დაბადებულები მომავალ წელს სხვებზე მეტად იღბლიანები იქნებიან. 1962, 1974, 1986, 1998 და 2010 წლებში დაბადებული ადამიანებისთვის იღბალი გარდაუვალია. თუ დიდი ხანია, ფიქრობთ სამუშაოს შეცვლაზე, გეგმების განხორციელებაზე, ბიზნესის წამოწყებაზე ან პოპულარიზაციაზე, დაელოდეთ კარგ ამბებს 2022 წელს.

დრაკონი

ბედი არც 1964, 1976, 1988, 2000 თუ 2012 წლებში დაბადებულ ადამიანებს უმტყუნებს. დრაკონებს მომავალ 2022 წელს ექნებათ შანსი, მარტივად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ. თავისუფლად ჩაიძირეთ მოვლენების სიმძიმეში, ნუ შეგეშინდებათ რისკების და ვარსკვლავები აუცილებლად დაგაჯილდოებენ თქვენი გამბედაობისთვის.

მაიმუნი

2022 წლის მოვლენები საინტერესო თავგადასავალად მოეჩვენებათ 1968, 1980, 1992, 2004 და 2016 წლებში დაბადებულ ადამიანებს. მაიმუნები აღმოჩნდებიან მოვლენების რეალურ ეპიცენტრში. ეს წელი მათ სარგებელსა და მოგებას მოუტანს. აუცილებელია ფოკუსირება ახალ პროექტებსა და მიზნებზე.

თუ თქვენ დაიბადეთ ვეფხვის, დრაკონის ან მაიმუნის წელში, თავისუფლად დაიწყეთ მომავალი წლის გეგმების შედგენა. და ნუ შეგეშინდებათ - გარისკეთ!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×