დახურვა
სტილი
13.01.2022

14 იანვრიდან 4 თებერვლამდე კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური უკუსვლით მოძრაობს. ასტროლოგების პროგნოზით, ეს იმას ნიშნავს, რომ გართულდება კომუნიკაციები და ნებისმიერ ახალ საქმეს პრობლემები შეექმნება.

ასტროლოგი ხათუნა ნოელი გირჩევთ, ამ პერიოდში ძველი საქმეების მოგვარებით შემოიფარგლოთ და ახალი არაფერი წამოიწყოთ.

„ხვალიდან, 14 იანვრიდან მერკური უკუსვლითი ხდება 4 თებერვლამდე. ამ პერიოდში არ ღირს: არანაირი ახალი საქმის წამოწყება, მათ შორის საკუთარი ბიზნესისაც. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ მხოლოდ ძველს, და განაახლოთ. ახალ სამსახურში არ გადავდივართ. ძველში თუ გიხმობენ დაბრუნდიო - ეგ შეიძლება. არ შეიძლება მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და საბუთების გაფორმება, არც სასამართლოში შეგაქვთ საჩივარი, არც რეესტრში განცხადება. მოითმინეთ ცოტა ხანი. უკვე რამდენიმემ იკითხა და კიდევ გავიმეორებ აქაც - არ აიღოთ ვალები, შეეშვით კრედიტების გაფორმებას დაბრუნება კი ბატონო - შეგიძლიათ. არანაირი შორეული მოგზაურობები, ახლოსაც კი სწორი დრო უნდა შეირჩეს, მაქსიმალურად ხელსაყრელი. რა ქორწინება, რის ნიშნობა - გადადეთ!! არ ვყიდულობთ ტექნიკას, არც მანქანებს. ჯერ არც არაფერს ვყიდით. მობილური გაგიფუჭდათ? ითხოვეთ მეგობრისგან ძველი დროებით. ახალ ნაცნობებზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. თავში მოსული ბრწყინვალე იდეების ერთბაშად განხორციელებასაც ნუ შეეცდებით. ჩაიწერეთ - მერე გადახედავთ. სწავლის დაწყებაც არარეკომენდებულია! გონებაში თითქოს ჯინაზე - ასჯერ წაკითხულიც კი ძნელად შედის. ეს პერიოდი სირთულეებს შეუქმნის იმ ადამიანებს ვისი პროფესიაც წერასთან, სიტყვასთან არის კავშირში. მწერლები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და თარჯიმნები შესაძლოა პროფესიულ სირთულეებს გადააწყდნენ. სამედიცინო კვლევებში შესაძლოა შეცდომები. გადადეთ. აგრეთვე პრობლემურია სხვადასხვა ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმების საკითხებიც. და კიდეც რომ გაფორმდეს, 3 კვირის მერე როდესაც მერკური დირექტიული მოძრაობას დაუბრუნდება, გაირკვევა, რომ ამ საბუთებში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა ყოფილიყო, ხარვეზებია. რა იყო, არც ვისუნთქოთ? იკითხავს ალბათ ზოგიერთი. ისუნთქეთ, თანაც ღრმად. რამდენადაც პირბადე გაგიშვებთ (ეგ უკვე ჩემთან გადასაწყვეტი არაა) ამ ყველაფრის გაკეთება ეკრძალებათ დირექტიული მერკურის პატრონებს. კი აჩქარდით - უნდა მოასწროთ 4 თებერვლამდე და ჩაეტიოთ მჭიდრო ვადებში.“ - წერს ხათუნა ნოელი.

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×