დახურვა
სტილი
18.01.2022

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების კირჩხიბი - თხის რქის ზოდიაქალურ ღერძზე დაპირისპირების შედეგად გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა.

მოერიდეთ კოლეგათა და ხელმძღვანელთა კრიტიკას, რადგან მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ და ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.

თავისუფლების და მეგობრობის პლანეტის - ურანის დირექტულობა ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს და რეფორმატორულ საქმიანობას, ფინანსურ და სამშენებლო სფეროში სიახლეების დანერგვას, კომპიუტერული ტექნოლოგიების და სოციუმის განვითარებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ფინანსური გარიგებების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა - გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

დღის ფერები და მინერალები - წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები - დაიმახსოვრეთ დღევანდელი "სიზმარი" სიზმარი, რომელიც 20 დღის განმავლობაში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები - იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ

კირჩხიბს და ქალწულს.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×