დახურვა
სტილი
27.04.2022

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც უცხოელ მეგობრებთან ერთად თელავში, მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძის, ელარჯის დაგემოვნებისას გადახდა.

„გუშინ უცხოელი მეგობრები მყავდნენ თელავში, ერთ სისვეცკე რესტორანში. შევუკვეთე ელარჯი (არ დამიწყოთ ახლა, ასე მომინდა, დიახ, თელავში ელარჯი)ჰოდა, ისეთი ელარჯია დედას იტ***ვს, იწელება ცამდე, ყველია ცარიელი, სიამაყისგან ადრენალინებს ვასხამ თვალებიდან შადრევნებად!

- როგორ მოგწოოოონთ??? ამოვიკნავლე, სიამოვნებისგან მიბნედილმა და გავისუსე პასუხის და ძეგლის დადგმის მოლოდინში.

- მმმ კაშა, მანის კაშაა (ფაფა) ყველიით

- ხო, ხო, აყვა მეორეც 

- მე ჩაის მივასვამ, მოუხდება - დაამატა მესამემ და მეოთხემ ქეციანი თავი დაუქიცინა თანხმობის ნიშნად. ხვალ გომბორის ტყეში 4 გვამს თუ გადააწყდით - იცოდეთ რაც მოხდა“, - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×