დახურვა
სტილი
06.05.2022

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და სტაბილური კუროს, მთვარე კი, ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სხვათა ნამდვილი სახის და მოქმედების რეალური მოტივების დანახვას. მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს, რომელთა მნიშვნელობას მოგვიანებით მიხვდებით.შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.პარტნიორული ურთიერთობა - კარგი დღეა რთული და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად.პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, საყოფაცხოვრებო და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.ჯანმრთელობა - გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, უცხიმო ხორცით და თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.დღის ფერები და მინერალები - თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.ზოდიაქოს ნიშნები - იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

წყარო: „digest.pia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×