დახურვა
სტილი
12.05.2022

დღიდან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ვერძს ნიშანში გადმოდის, ეს ტრანზიტი ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებს სასიკეთო პერიოდს ჰპირდება. ასტროლოგი დავით ნიბლაძე დეტალურად აღწერს იუპიტერის „მოთხოვნებს“.

"უმაგრესი ამბავი იდეებით და სურვილებით გულანთებული ადამიანებისთვის

11 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იუპიტერი ვერძშია ♃♈ 

 ეს ტრანზიტი ნამდვილი შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მოქმედება, ინიციატივების გამოხატვა, გამბედაობა, უშიშარი ხასიათი და შინაგანი თავისუფლება უცხო არაა. თუ მოახერხებ, შენ თვითონ იყო შენი თავის მამოტივირებელი, გამოიჩენ სათანადო ენთუზიაზმსა და მონდომებას, გექნება საკუთარი თავის რწმენა და ზედმეტი ყოყმანიც ხელს არ შეგიშლის, საოცრად მაგარი ამბები შეგეძლება დაატრიალო.

 იუპიტერი ვერძში საკუთარი თავის რწმენასა და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს იმდენად გაზრდის, რომ ეს იქნება დრო, როდესაც არაერთ ახალ ბიზნესს ვიხილავთ. ეს იქნება კერძო სექტორისა და დამოუკიდებელი ბიზნესების განვითარების დრო. პიროვნულ დონეზეც, ეს ტრანზიტი თითოეულ ადამიანს აძლევს შანსს, გამოკვეთოს, გაზარდოს, დახვეწოს საკუთარი ინდივიდუალიზმი. 

👉 იუპიტერის მთავარი საკვანძო სიტყვა რწმენაა. ვერძში კი მარტივი მისახვედრია, ვისი და რისი რწმენაა საჭირო წარმატებისთვის - საკუთარი თავის! 

იმისათვის, რომ იუპიტერისა და სამყაროს მხარდაჭერა მოიპოვო⤵

▪ დაივიწყე ხვალინდელი დღე. რისი გაკეთებაც გინდა,  დღესვე და ახლავე გააკეთე. იმოქმედე სპონტანურად, იმაზე ფიქრის გარეშე, ვაიდა რომ არ გამოვიდეს, მერე რა გეშველება. 

▪ გამოიჩინე საკმარისი გამბედაობა, რომ ასი ადამიანის ნებართვისა და წაქეზების გარეშე, დამოუკიდებლად, შენით მიიღო გადაწყვეტილებები. 

▪ იყავი გამბედავი, პირდაპირი და შემტევი (ოღონდ ისეც არა, რომ ვინმეს ზიანი მიაყენო).   

☝️ ეს არის საუკეთესო შანსი, დაიწყო და განავითარო ის, რაც გულით გსურს, რაც ნამდვილად შენია, რასაც სიყვარულით და ენთუზიაზმით გააკეთებ. ამ შანსის სასიკეთოდ გამოყენებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტია. მთავარია, გაბედო, დაიწყო, გადადგა ნაბიჯი და წინ იარო. 

♃ იუპიტერის მხარდაჭერას ყველა იგრძნობს, თუმცა თუ შენს რუკაში მზე, მთვარე, მერკური, ვენერა ან თავად იუპიტერი ცეცხლის ნიშნების პირველ 10 გრადუსშია, გაცილებით დიდი შანსია, ოქტომბრის ბოლომდე ცხოვრების მრავალ ასპექტში შესამჩნევი წინსვლა გქონდეს. დანარჩენ ასპექტებზე ცალკე პოსტში უფრო ვრცლად მოგიყვებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×