დახურვა
სტილი
04.02.2023

თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. მართალია სურბსარქისობა მართლმადიდებლური დღესასწაული არ გახლავთ, მაგრამ ვინაიდან სურბსარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა, ეს დღესასწაული ქართველ ახალგაზრდებშიც პოპულარულია.

ხალხში გავრცელებული აზრით, სურბსარქისის დღეები ქარიან ამინდებსაც ემთხვევა და ერთგვარად ასეც შეიძლება აიხსნას მის მიმართ ინტერესი.

დღესასწაული სომხეთში ყოველწლიურად იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ ნახევარში აღინიშნება. დღესასწაულის თარიღი მცოცავია, მაგალითად წელს 5 თებერვალს ემთხვევა.

დღესასწაულს წინ 5-დღიანი მარხვა უძღვის, ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ, რომ სიზმარში საქმრო ან საცოლე გამოეცხადოთ.

როგორ მოამზადოთ მარილიანი კვერი:

ს/კ ფქვილი

1/ჩ/კ მარილი

1 ს/კ წყალი

მოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. მიირთვით დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. არ მიაყოლოთ წყალი.

საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ. ლეგენდის მიხედვით, ამ ღამეს უნდა დაგესიზმროთ მომავალი საბედო, რომელიც წყალს დაგალევინებთ.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×