დახურვა
სტილი
15.02.2023

სარკისებურ თარიღებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ითვლება, რომ 2023 წლის 23 თებერვალიც, ამ თვალსაზრისით, გამორჩეული იქნება. ნუმეროლოგები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ დღეს შესაძლებლობები სწორად უნდა გამოვიყენოთ.

მათი თქმით, 2023 წლის 23 თებერვალი წლის ყველაზე ენერგიული და ძლიერი დღეა. ამ დღეს ძალიან კარგია ახალი პროექტის წამოწყება, ან განახლებული საქმის დაგეგმვა. ითვლება, რომ ის საქმე, რასაც 23 თებერვალს დაიწყებთ, მოგებისა და წარმატების თვალსაზრისით გაორმაგდება და გაცილებით მეტ სიხარულსა და იღბალს მოგიტანთ.

23 თებერვალს წარმატება გარანტირებული გექნებათ, თუ საზოგადოების წინაშე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას გადაწყვეტთ და დაფარული ნიჭის შესახებ გააცნობთ ყველას. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ცხოვრებას დადებითი კუთხით შეხედოთ.

23 თებერვალს თითქმის ყველა კომერციული ტრანზაქცია დიდი წარმატებით განხორციელდება. ამიტომ, ეს შანსი არ გამოტოვოთ, თუ დიდი ხანია, მნიშვნელოვანი შესყიდვის გაკეთება, სესხის დაფარვა, ან გამოტანა გსურთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×