დახურვა
სტილი
20.02.2023

„ყველა თვეშია ის ერთი კვირა, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კარგია, სწორედ ეს კვირაა ასეთი. ორშაბათის გამოკლებით, აბსოლუტურად ყველა ნიშნისთვის ეს კვირა იქნებ იღბლიანი" ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "დაიჯესტთან" საუბრისას განაცხადა და ზოდიაქოს ნიშნების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

♈ვერძი - ჯერ ენერგოტონუსი გაქვთ, მაგრამ ნელ-ნელა მცირდება, რადგან გეწყებათ დაბადების წინა პერიოდი. გადადით მშვიდ ცხოვრებისეულ რიტმზე, არ წამოიწყოთ არაფერი ახალი და თავი შეიკავეთ სარისკო საქმეებისაგან. კატეგორიულად გეკრძალებათ მსხვილი საყიდლების შეძენა, განსაკუთრებით 23 თებერვლიდან 27-ის ჩათვლით.

♉კურო - თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, ენერგიული აქტიური და ინიციატივიანი ხდებით, მაგრამ კარიერული თვალსაზრისით წარმატებების შანი ჯერ არ გაქვთ, ამ სფეროში იღბლიანობა მომდევნო კვირიდან მოიმატებს, ახლა კი ძველი შეცდომების გამოსწორებას უნდა დაუთმოთ დრო.

♊ტყუპები - გაცილებით რეალისტური ხდებით და კარგად აკონტროლებთ სიტუაციას, რაც დაგეხმარებათ ყველაფერში, ენერგოტონუსი ისევ მდგრადი გაქვთ, რაც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. თუმცა დღევანდელი დღე, რადგან ახალმთვარეობაა, მშვიდად გაატარეთ.

♋კირჩხიბი - თქვენ ახლა გამოცოცხლდებით, რადგან მზე თქვენს მონათესავე ნიშანში - თევზებშია. ეს ის პერიოდია, როდესაც მრავალფეროვან კონტაქტებს დაამყარებთ და ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ. თქვენი შარმი ყოველდღიურად მოიმატებს, ინტუიცია კი მზარდია, რაც წარმატების შანსებს ერთიორად ზრდის.

♌ლომი - სხვათა შორის თქვენთვისაც კარგი პერიოდია, მიუხედავად იმისა რომ სამსახურში შესაძლოა დაძაბულობა გქონდეთ, წარმატების შანსები კვლავ მაღალია, ჯერჯერობით, ისევ უპირობო და ქარიზმატული ლიდერი ხართ.

♍ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, შრომისუნარიანობა გაძლიერებულია და წარმატებული ხართ როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ საქმიანობაში. მოსალოდნელია ფინანსური წარმატებები და მოულოდნელი შემოსავლების მიღება.

♎სასწორი - ახლა თქვენ ქარიზმატული, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ ამიტომ წარმატებების შანი მაღალი გაქვთ. თუ არ გადაიღლებით და გადაიტვირთებით კვირა გექნებათ ნაყოფიერი როგორც შემოქმედებითი, ისე ფინანსური და პირადი კუთხით.

♏მორიელი - აი, ვინ არის კიდევ ერთი ფავორიტი, ხდებით უფრო შარმიანი, მიმზიდველი და ქარიზმატული. წარმატების შანსები იმატებს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები მოიმატებს. სამსახურში დაფასებული ხდებით და შესაძლოა, პროექტებიც კი დაგიფინანსონ.

♐მშვილდოსანი - სასწაულად ქარიზმატული და ენერგიული ხართ, საოცარი უნარი გაქვთ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენდები, ხართ საოცარი ორატორი და წარმატებების შანსი მაღალია. ახლა თქვენც დაეხმარებით სხვებს, სხვებიც დაგეხმარებიან თქვენ და ავტორიტეტი ერთიორად გაიზრდება.

♑თხის რქა - შესაძლოა, ამ კვირაში ფინანსური შესაძლებლობები გაიუმჯობესოთ, მე გთხოვთ გახდით ექსტრავერტი, ვიცი არ გიყვართ, მაგრამ ეს აუცილებელია. უნდა იაქტიუროთ და ახალი იდეები ჩამოაყალიბოთ, რაც მომავალში წარმატების ფაქტორს ერთიორად გაგიზრდით.

♒მერწყული - თქვე ახლა ხდებით უფრო ლოგიკურები და პრაგმატულები. ფანტაზიების დაოკების კვირაა, რაც კარგ შედეგს გამოიღებს და თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საინტერესო იდეების რეალიზაციის კვირა გაქვთ.

♓თევზები - აი, ვინ არის ამ კვირის მთავარი ფავორიტი, გაიხარეთ. ფანტასტიკური პერიოდი გეწყებათ, თქვენი ენერგოტონუსი და იღბლიანობა დღითი დღე იმატებს. ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენი პირადი ურთიერთობები გაუმჯობესდება და თვალები გაგიბრწყინდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×