დახურვა
სტილი
22.02.2023

23 თებერვალი მისტიკური დღეა. ამ დღეს ეზოტერიკოსები სურვილების ჩაფიქრებას გირჩევენ და აცხადებენ, რომ კოსმოსში პორტალი გახსნილია და ჩანაფიქრის ასრულების შანსი აბსოლუტურის ტოლია.

ამავე აზრზეა ასტროლოგი სოფია ბზეკალავა მისი თქმით, ახლა ოცნება სიფრთხილესაც კი მოითხოვს რადგან ასრულების შანსი დიდია.

„ამ კვირაში ბევრი რამ ხდება, დღეს ახალი მთვარეა, ამიტომ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ კარგ განწყობაზე დადგეთ.

ასევე დაიმახსოვრეთ რომ 23-ში ჩაფიქრებული სურვილის ახდენის შანსი დიდია და კონკრეტულ რამეზე იოცნებეთ რადგან არსებობს ასეთი გამოთქმა „ფრთხილად იოცნებეთ ის შეიძლება ახდეს! ამიტომ თქვენს ახდენილ სურვილებზე პასუხისმგებლობა თავად მგიწევთ", - ამბობს სოფია ბზეკალავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×