დახურვა
სტილი
12.05.2023

16 მაისიდან პლანეტა იუპიტერი კუროს ნიშანში შედის, სადაც 2024 წლის 26 მაისამდე დარჩება. ასტროლოგიაში ითვლება, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც ადამიანების ხასიათზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და აქტივობაზე გავლენას მოახდენს. იუპიტერს "ბედნიერების პლანეტას" უწოდებენ. თანამედროვე ასტროლოგიაში იგი კეთილშობილების, სიუხვისა და სიბრძნის პრინციპებს განასახიერებს. თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ახალი ჰორიზონტები გახსნას, განვითარდეს, მიაღწიოს უმაღლეს მწვერვალსა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დადგეს. იუპიტერის ციკლი 12 წლისაგან შედგება, 1 კონკრეტულ ნიშანში კი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში რჩება. ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ, საკუთარ თავზე იმუშაოთ. თავი დააღწიოთ კომპლექსებს და თავდაჯერებული ადამიანი გახდეთ. თქვენთვის შემოქმედებითი პოტენციალი იხსნება, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელად ძველ ჰობის მიუბრუნდებით, ან იმის გაკეთებას დაიწყებთ, რაც სულ გინდოდათ და ვერ ბედავდით ამავე პერიოდში შესაძლოა, თქვენი ხასიათის მკვეთრი ცვლილება იგრძნოთ. ნახოთ, რომ უფრო ხისტი და ჯიუტი გახდით. შეეცადეთ, საკუთარი ემოციების გაკონტროლება ისწავლოთ და კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ. პლანეტა იუპიტერის კუროს ნიშანში გადასვლა ადამიანების მსოფლმხედველობასა და თვალსაწიერს აფართოებს. ამიტომაც, ინტერპერსონალური ურთიერთობები როგორც ბიზნესსა და საქმიან ურთიერთობებში, ასევე პირად თავგადასავლებშიც მნიშვნელოვანი იქნება. საჭირო გახდება ფინანსების დაზოგვასა და გამოყენებასთან არსებული ძველი მეთოდების გადახედვა, რადგანაც მიხვდებით, რომ ის ეფექტურად აღარ მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×