დახურვა
სტილი
25.07.2023

პლანეტა მერკური 2023 წლის 28 ივლისს ქალწულის ნიშანში გადავა და იქ 2023 წლის 4 ოქტომბრამდე დარჩება. ეს ფინანსური და კარიერული საკითხების გადასაჭრელად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. იმ თვეებში, როდესაც პლანეტა მერკური ქალწულის ნიშანში იქნება, ადამიანები ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ კარიერული საკითხების მოგვარებას, სასურველი სამსახურის პოვნასა და დაწინაურებას, ვიდრე აქამდე. ეს კი ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. ამიტომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული კომბინაცია ადამიანებში კონცენტრაციის, შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის უნარებს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ბევრად უფრო მეტი ენერგია და შემართება იგრძნოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული საკითხები უკეთესობისაკენ შეცვალოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×