დახურვა
სტილი
02.08.2023

დღეს საღამოს ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე" გამოჩნდება. ეს უნიკალური მოვლენაა, რომლის ხილვის შანსიც 2032 წლამდე აღარ გექნებათ.

მიუხედავად სახელისა, ამ დროს მთვარე ცისფრად ნამდვილად არ ანათებს. უფრო მეტიც, გაურკვეველია, საიდან დამკვიდრდა ეს ტერმინი.

დღეს ლურჯი მთვარე ტექნიკური ასტრონომიული ტერმინია და ხდება მაშინ, როდესაც ერთ სეზონში ოთხი სავსემთვარეობაა, ჩვეული სამისგან განსხვავებით. ბოლო პერიოდში, ამავე ტერმინით აღნიშნავენ ერთ კალენდარულ თვეში მომხდარ მეორე სავსემთვარეობას.

ამავდროულად, სუპერმთვარე მაშინ ხდება, როდესაც მთვარე ორბიტაზე ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან ახალი ან სრული ფაზისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×