დახურვა
სტილი
05.08.2023

ასტროლოგები ზოდიაქოს იმ ნიშნებს ასახელებენ, რომელთათვისაც აგვისტო, ფინანსური თვალსაზრისით, მოგებიანი და იღბლიანი თვე იქნება:

კურო

აგვისტო კუროს ნიშნის წარმომადგენლებისათვის არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ, ზოგადადაც, იღბლიანი და გამორჩეული თვე იქნება. თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიიღებთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პლანეტა იუპიტერი სწორედ თქვენს ნიშანში იქნება, რაც ფინანსურ სარგებლიანობასა და ამ კუთხით გამართლებას გპირდებათ. შესაძლოა, სამსახურში დაგაწინაურონ, იმ საქმეში გაგიმართოთ, რომელიც წამოიწყეთ, თქვენთვის საინტერესო მიმართულება იპოვოთ და დასაქმდეთ, ჯილდო, ბონუსი მიიღოთ. მოკლედ, ასტროლოგების თქმით, აგვისტო კუროს ნიშნის წარმომადგენლებისათვის ფინანსურად ხელსაყრელი და მომგებიანი თვე იქნება.

მორიელი

მორიელები ამ თვეში საკუთარ უსაზღვრო შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან. შეძლებენ, პოტენციალის სრულად გამოვლენას, რაც სხვა ადამიანების ყურადღებასაც მიიპყრობს და არ არის გამორიცხული, საინტერესო შეთავაზება, ბიზნესპარტნიორობა მიიღოთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაგაწინაურებთ და ფინანსურადაც მოგებას ნახავთ. აგვისტო თქვენთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის და დიდი შანსია, რომ კარიერულად ყველაფერი იმაზე წინ წავიდეს, ვიდრე გეგმავდით. ამიტომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. კარგად დააკვირდით ყველა ინიციატივას, შეთავაზებასა და იდეას და თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღეთ.

ტყუპები

ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც აგვისტოში ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებს, ტყუპებია. პლანეტა მერკური თქვენთვის აბსოლუტურად ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რომ ყველა წამოწყებაში გაგიმართლოთ და კარგი მოგებაც ნახოთ. ასტროლოგების თქმით, სწორედ ამ თვეში აღმოაჩენთ თქვენი შრომის შედეგს, მიიღებთ მნიშვნელოვან ჯილდოს, ბონუსსა და წახალისებას, რაც მოტივაციას მოგცემთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ. იყავით თანმიმდევრული, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებისას და იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×