დახურვა
სტილი
17.08.2023

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, გუშინდელი ახალთმვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

ეცადეთ მომატებული სექსუალური ენერგია არ გარდაქმნათ აგრესიაში, რათა არ გამოიწვიოთ კონფლიქტი გარშემომყოფებთან.

კარგი დღეა ლოცვისთვის. დალოცეთ ახლობლები, მიუტევეთ და სთხოვეთ პატიება ძველი წყენისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა - არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და ზედმეტი პირდაპირობა, რადგან ასე მხოლოდ პარტნიორის გაღიზიანებას გამოიწვევთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×