დახურვა
სტილი
29.08.2023

აგვისტოს ლურჯი სუპერმთვარეა. ზოგადად, სუპერმთვარეობას უწოდებენ ფენომენს, როდესაც სავსე მთვარე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან. ეს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა წელიწადში რამდენჯერმე ხდება. ამ დროს მთვარემ შესაძლოა იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან ღია ლურჯი შეფერილობა მიიღოს. 31 აგვისტოს სწორედ ლურჯი სავსე მთვარეა. მთვარე წყლის პლანეტაა, ამიტომაც სავსემთვარეობის დროს განსაკუთრებულ ემოციურ არასტაბილურობას კირჩხიბები, მორიელები და თევზები გრძნობენ.

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ლურჯი სუპერმთვარე პროგრესს, განვითარებას, ცვლილებების სურვილს განსაკუთრებულად უჭერს მხარს, ამიტომაც შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუკი ცხოვრების გარდაქმნა გსურთ, გინდათ, რაღაც შეცვალოთ, როგორც კარიერაში, ყოველდღიურობაში, ასევე პირად ცხოვრებასა და საქმიან ურთიერთობებში, პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ამ დღეს ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×