დახურვა
სტილი
01.09.2023

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში - 14:36-დან 17:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. გაითვალისწინეთ, რომ დღეს და ხვალ სიხარულის და სიყვარულის დღეა. მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებს და ემოციებს, ისიამოვნეთ წვრილმანებით, გაახარეთ ახლობლები სიურპრიზებითა და კეთილი საქმეებით.

არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზიანს. თავი შეიკავეთ იმ დაპირებების გაცემისგან, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა - გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თირკმელების და კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და კუნთებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები - წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, ლალი, იაგუნდი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები - იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×