დახურვა
სტილი
29.09.2023

რომანტიკული ოქტომბერი გველოდება: სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში სიყ­ვა­რულს და ფულს ერთი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა მარ­თავს. ვე­ნე­რა ახლა ლომ­შია, 9 ოქ­ტომ­ბერს კი ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა. გა­ი­გეთ რას მო­გი­ტანთ სიყ­ვა­რუ­ლის და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ოქ­ტომ­ბერ­ში:

ვერ­ძი

ვე­ნე­რა გა­და­დის თქვე­ნი შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სექ­ტორ­ში. მისი გავ­ლე­ნით შე­საძ­ლოა სამ­სა­ხურ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბათ. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხარ - რა­ტო­მაც არა? ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ კი, ნამ­დვი­ლად მო­გი­წევთ სამ­სა­ხურ­ში საკ­მა­ოდ დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა. მაგ­რამ მათ­თვის, ვინც უკვე ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, კონ­ფლიქ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ან ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო, ან იმის, რომ საქ­მე­ე­ბის გამო საკ­მა­რის ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ასე­ვე არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­ნახ­ლდეს წარ­სუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. ზო­გა­დად, და­წყვი­ლე­ბუ­ლებს ამ თვე­ში გარ­კვე­უ­ლი კრი­ზი­სის გავ­ლა მო­გი­წევთ. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, მო­ემ­ზა­დეთ იმის­თვის, რომ მო­გი­წევთ ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა. შე­მო­სავ­ლის ზრდა ამ თვე­ში არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და გა­იზ­რდე­ბა თუ არა ის მო­მა­ვალ­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენს აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე.

კურო

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი გარ­თო­ბის, სი­ა­მოვ­ნე­ბის და შე­მოქ­მე­დე­ბის სექ­ტორ­ში. თქვე­ნი მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლით და­გა­ჯილ­დო­ებთ, იპო­ვით პარტნი­ორს, რო­მელ­ზეც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბობ­დით. გირ­ჩევთ ახალ­გაც­ნო­ბი არ გა­ა­ი­დე­ა­ლოთ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი რომ არ დარ­ჩეთ. მა­მა­კა­ცი კუ­რო­ე­ბი ამ თვე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რუ­ნებთ რჩე­უ­ლებ­ზე, არ და­ზო­გავთ ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ჩუქ­რებს. კურო ქა­ლე­ბი კი მზად იქ­ნე­ბი­ან დატ­კბ­ნენ კომ­პლი­მენ­ტე­ბით, რაც ოქ­ტომ­ბერ­ში უხ­ვად იქ­ნე­ბა. და­ო­ჯა­ხუ­რი კურო ბავ­შვებ­თან წარ­მა­ტე­ბულ, მე­გობ­რულ, სან­დო ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ამ­ყა­რებს. თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ თვე­ში შეშ­ფო­თე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს, თქვენ შეძ­ლებთ მო­გე­ბის მი­ღე­ბას წინა პრო­ექ­ტე­ბი­დან. გარ­და ამი­სა, ვე­ნე­რა და­გეხ­მა­რე­ბათ ლა­ტა­რი­ა­ში ან აზარ­ტულ თა­მაშ­ში მო­გე­ბას.

ტყუ­პი

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი ოჯა­ხი­სა და სახ­ლის სექ­ტორ­ში. ამ თვე­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ტა­რებთ დროს ოჯახ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებთ სა­ში­ნაო გარ­თო­ბებ­სა და არ­და­დე­გებ­ში. ოჯახ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰარ­მო­ნი­უ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა, შე­საძ­ლოა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა და­ი­წყოთ სახ­ლის მო­წყო­ბა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან ან ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა. თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხართ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, შე­საძ­ლოა ახ­ლა­ვე მო­გინ­დეთ თქვე­ნი რჩე­უ­ლი გა­აც­ნოთ მშობ­ლებს ან უფ­როს ნა­თე­სა­ვებს. ტყუ­პის ნა­წი­ლი ამ თვე­ში და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს, ზოგს კი შვი­ლი ეყო­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, ამ თვე­ში საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლი გექ­ნე­ბათ. პრობ­ლე­მა ის არის, რომ ფული ისე მარ­ტი­ვად წავა, რო­გორც მო­ვი­და. ამ თვე­ში დიდი ხარ­ჯე­ბი გექ­ნე­ბათ და, შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, და­მა­ტე­ბი­თი წყა­როს მო­ძი­ე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ან - ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის.

კირჩხი­ბი

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი და-ძმე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სექ­ტორ­ში. ამ პე­რი­ოდ­მა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ ნიშ­ნის რო­გორც მარ­ტო­ხე­ლა, ისე და­ქორ­წი­ნე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლებს. შე­საძ­ლოა, როცა თქვენს რჩე­ულს გა­აც­ნობთ თქვენს მე­გობ­რებს, ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ და­ა­ფა­სონ ის ისე, რო­გორც თქვენ გსურთ. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მათ არ მო­ე­წო­ნე­ბათ იგი. თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია, თქვენ თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოთ, ენ­დო­ბით თუ არა სა­კუ­თარ გრძნო­ბებს თუ მო­უს­მენთ იმას, რა­საც თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ტყვი­ან. თუ მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­ვა. მაგ­რამ თუ რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი იყო, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბით. ერ­თობ­ლივ­მა პრო­ექ­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მო­გი­ტა­ნოთ ამ თვე­ში. ეცა­დეთ ახლა არ გა­სეს­ხოთ ფული, თან­ხას ვე­ღარ და­იბ­რუ­ნებთ.

ლომი

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი ფუ­ლი­სა და ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­კი­თხებ­ში ახლა წინა პლან­ზე მო­დის ფი­ნან­სე­ბი და მათი დაგ­რო­ვე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ვე­ნე­რას გა­აძ­ლი­ე­რებს სენ­სუ­ა­ლუ­რო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ეც­დე­ბით ხში­რად იყოთ ტაქ­ტი­ლურ კონ­ტაქ­ტში საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. მაგ­რამ ახლა შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­ე­ბი გქონ­დეთ. ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე შე­ე­ცა­დეთ ყვე­ლა­ფე­რი აწონ-და­წო­ნოთ და ყვე­ლა მხრი­დან გა­ნი­ხი­ლოთ. ამ თვის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გა­ხა­რებთ. ახლა თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ფული ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი ბირ­ჟა­ზე თა­მა­შით ან მო­ი­გოთ ლა­ტა­რი­ა­ში.

ქალ­წუ­ლი

ვე­ნე­რა 9 ოქ­ტომ­ბერს და გად­მო­ვა თქვენს ნი­შან­ში. ქალ­წუ­ლი შე­ეც­დე­ბა შე­ი­კა­ვოს ვნე­ბე­ბი და მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას საღი აზ­რის პო­ზი­ცი­ი­დან შე­ხე­დოს. ეს რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ნაკ­ლე­ბად ენერ­გი­ულს გახ­დის, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ უფრო გო­ნივ­რუ­ლად მი­უდ­გეთ პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვანს. ნიშ­ნის მარ­ტო­ხე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ იპო­ვონ შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტი არა ღა­მის კლუბ­ში, არა­მედ სამ­სა­ხურ­ში. თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არა­ნა­ირ შეშ­ფო­თე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის ღირ­სე­ულ ჯილ­დოს მი­ი­ღებთ, ბოლო დროს კი მო­ა­ხერ­ხეთ სო­ლი­დუ­რი თან­ხის და­ზოგ­ვა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გაძ­ლოთ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, თუნ­დაც გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი გქონ­დეთ.

სას­წო­რი

2023 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი ში­შე­ბის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის სექ­ტორ­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მარ­ტო­ხე­ლა სას­წო­რი ამ­ჯო­ბი­ნებს კენ­ტად დარ­ჩე­ნას. ახლა და­წყვი­ლე­ბის დრო არ გექ­ნე­ბათ, იმა­ტებს ში­ნა­გა­ნი შიში და ეჭვი. თუმ­ცა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ზო­გი­ერ­თმა გა­ა­ბათ ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. პატ­ნი­ო­რებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს ორ­მხრი­ვი წყე­ნა ან თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი გან­შო­რე­ბა. მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ახლა მზად არ იქ­ნე­ბით სპონ­ტა­ნუ­რი ხარ­ჯე­ბის­თვის. პი­რი­ქით, შე­ეც­დე­ბით და­ზო­გოთ თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ფული მი­ი­ღოთ ფა­რუ­ლი წყა­რო­დან.

მო­რი­ე­ლი

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის სექ­ტორ­ში. ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე­ნი იქ­ნე­ბი­ან იმა­ზე, თუ რას ფიქ­რო­ბენ თქვენ­ზე სხვე­ბი. დაგ­ჭირ­დე­ბათ შე­ქე­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა. ძი­რი­თა­დად ამ მი­ზე­ზით ივ­ლით პა­ემ­ნებ­ზე, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი გექ­ნე­ბათ. გე­სი­ა­მოვ­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­უბ­რებ­ში ჩარ­თვა და ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. თქვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ამ თვე­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ირ­ყას - ძი­რი­თა­დად იმის გამო, რომ ახლა ბევ­რი ხარ­ჯი გაქვთ: გა­სარ­თობ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე, თქვე­ნი რჩე­უ­ლის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნა­ზე.

მშვილ­დო­სა­ნი

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სექ­ტორ­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­სას­ვლე­ლად, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ სრუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი თქვე­ნი ხიბ­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­ნე­ბა. თუ გსურთ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა, ახლა შე­გიძ­ლი­ათ ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ არ უნდა და­მა­ლოთ თქვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, პი­რი­ქით, თქვენ უნდა გა­მო­ა­ჩი­ნოთ ისი­ნი. მარ­ტო­ხე­ლებს ოქ­ტომ­ბერ­ში გაქვთ ყვე­ლა შან­სი ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლის­თვის. უფრო მე­ტიც, თქვე­ნი ახა­ლი რჩე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თქვე­ნი მფარ­ვე­ლო­ბა შემ­დგო­მი წინსვლის­თვის კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე. ან, მისი დახ­მა­რე­ბით, თქვენ შეძ­ლებთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ზო­გი­ერ­თი გეგ­მა, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია ავი­თა­რებთ. ზო­გი­ერ­თი ამ თვე­ში შე­საძ­ლოა და­ქორ­წინ­დეთ, მი­ი­ღებთ არა­მარ­ტო სიყ­ვა­რულს, არა­მედ უფრო მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს. და­ო­ჯა­ხე­ბულ მა­მა­კა­ცებს, ვე­ნე­რას ამ ტრან­ზი­ტის გავ­ლე­ნით, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ მფარ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს თქვენს კა­რი­ე­რულ ზრდას - თქვენ მო­გი­წევთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მე­ო­რე ნა­ხევ­რის ერ­თგუ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბას შო­რის.

თხის რქა

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი სწავ­ლი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის სექ­ტორ­ში. მარ­ტო­ხე­ლა თხის რქა უნდა გახ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლი და ბრძე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვი­სას. გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა ემო­ცი­უ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა თქვენ­ზე ცუდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. თუ ვინ­მე გარ­წმუ­ნებთ ვნე­ბი­ან სიყ­ვა­რულ­ში, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ არა მხო­ლოდ მის სი­ტყვებს, არა­მედ მის ქმე­დე­ბებ­საც. მით უმე­ტეს, თუ სა­უ­ბა­რია უცხო­ელ­ზე ან სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­ზე. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს გირ­ჩევთ, ნაკ­ლე­ბად კრი­ტი­კუ­ლი იყოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ეს ზედ­მეტ წყე­ნას და კონ­ფლიქტს გა­მო­იწ­ვევს. თუ ერ­თად შეძ­ლებთ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მის კე­თე­ბას - ეს თქვენს და­ახ­ლო­ე­ბა­სა და ჩხუ­ბის დას­რუ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს. თვის და­სა­წყის­ში ცოტა ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა მო­გი­წევთ, ბო­ლოს კი შე­საძ­ლოა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფული მი­ი­ღოთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მი­ი­ღოთ ფი­ნან­სე­ბი ან უცხო­უ­რი კონ­ტრაქ­ტით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მერ­წყუ­ლი

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, სხვი­სი ფუ­ლის და მემ­კვიდ­რე­ო­ბის სექ­ტორ­ში. ოქ­ტომ­ბერ­ში გა­იზ­რდე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნო და ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ებს თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ეს თა­ნაბ­რად ეხე­ბა რო­გორც ნიშ­ნის მარ­ტო­ხე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე მათ, ვინც უკვე სტა­ბი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია. იყა­ვით წინ­და­ხე­დუ­ლი - ყო­ველ­თვის არ უნდა მიჰ­ყვეთ სა­კუ­თარ ინ­სტინ­ქტებს. ოქ­ტომ­ბე­რი ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ზო­გი­ერთს შე­უძ­ლია კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა პი­რა­დი ნაც­ნო­ბე­ბის ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ვი­ღაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­დებს ფულს ერ­თობ­ლივ სა­წარ­მო­ში, ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

თევ­ზე­ბი

9 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა გა­და­ვა თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის სექ­ტორ­ში. ეს თვე ძა­ლი­ან კარ­გია ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის ან ნიშ­ნო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის. მარ­ტო­ხე­ლა თევ­ზებს აქვთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის შან­სი, რაც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დე­ბა. ისი­ნი, ვინც უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ან რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, შეძ­ლე­ბენ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან მშვი­დო­ბი­სა და სრუ­ლი სუ­ლი­ე­რი ერ­თი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვას. თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­ვე არ გა­მო­იწ­ვევს შეშ­ფო­თე­ბას. არა მხო­ლოდ თქვენ, არა­მედ თქვე­ნი მე­უღ­ლეც გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ იმ­დენს, რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ თქვე­ნი ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×