დახურვა
სტილი
30.09.2023

2 ოქტომბერი - პლანეტა მერკურისა და ნეპტუნის ერთმანეთთან საპირისპირო პოზიცია

პლანეტა ნეპტუნი სირთულეების დაძლევაზეა პასუხისმგებელი. ეს გავლენა კი განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როდესაც იგი მერკურთან საპირისპირო პოზიციაშია. ამიტომაც ბევრი საკითხი, რომლებზეც ხელი ჩაიქნიეთ და ფიქრობდით, რომ არ გამოგივიდოდათ, ახლა მარტივად შეგიძლიათ, მოაგვაროთ. შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის, ძველი, საოცნებო პროექტების მიბრუნებისა და ახალი გამოწვევების დაძლევისთვის.

5 ოქტომბერი - პლანეტა მერკური სასწორის ნიშანში გადადის

ეს კომბინაცია კომუნიკაციისთვის ყველაზე ხელსაყრელია. თუკი დიდი ხანია, გსურთ, ვინმეს რაიმე საკითხზე დაელაპარაკოთ, გრძნობებსა და ურთიერთობებში გამოუტყდეთ, ამ დღისთვის დაგეგმეთ. წარმატებისა და სასურველი შედეგის მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ. ჯობს, აღნიშნულ დღეს განიტვირთოთ, საკუთარ შინაგან ხმას მოუსმინოთ და დაიმახსოვროთ ყველა ის იდეა, თუ ინიციატივა, რაც თავში მოგივათ.

10 ოქტომბერი - სარკისებური თარიღი

10.10 - ძალიან ხელსაყრელ და ენერგიულად ძლიერ დღედ ითვლება, ამიტომაც ეს პერიოდი ცვლილებებისთვის გამოიყენეთ. თუკი რაიმეს დაწყებას, გაგრძელებას, განვითარებას, შეცვლას გეგმავთ, სწორედ ამ დღეს განახორციელეთ. სამყარო თქვენს ყველა სასიკეთო წამოწყებას მხარს დაუჭერს. გამოხატეთ მადლიერება, კეთილგანწყობა და ეს ემოციები უკან სარკისებურად დაგიბრუნდებათ.

11 ოქტომბერი - პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს

პლანეტა პლუტონი იდეებზე, შემოქმედებითობაზეა პასუხისმგებელი და რაკი ის რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს, დიდი შანსია, რომ ბევრ ადამიანს ამ დღეს განსაკუთრებული იდეები და სამომავლო გეგმები გაუჩნდეს, რაც მათ წარმატებას, აღიარებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს.

12 ოქტომბერი - პლანეტა მარსი მორიელის ნიშანში გადადის

ამ დღეს ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც გიბიძგებთ, რომ მიუბრუნდეთ ძელ საქმეებს, დაიწყოთ ცვლილებებზე ფიქრი, გათავისუფლდეთ წარსულში დატოვებული ემოციებისაგან და საბოლოოდ მიხვდეთ, რომ ახალი ეტაპის დრო მოვიდა!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×