დახურვა
სტილი
11.10.2023

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ოქტომბრის თვის პროგნოზს გვიზიარებს.

„სექტემბერი სტიქიებითა და პოლიტიკური დაპირისპირებებით საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი, ვარსკვლავებზე და პლანეტებზე დაკვირვებით გვამცნობს, შემოდგომის შუა სეზონი, ოქტომბრის თვე დისჰარმონიული აღმოჩნდება ფინანსური კუთხით. ასევე, მოიმატებს გაუაზრებელი მოქმედებები, ცდუნებები და ერთგვარი საფრთხეები. თუმცა, თვის განმავლობაში არის პერიოდები, როცა სასურველია მოლაპარაკებების წარმოება, საქმეების დაწყება და აქტიური მოქმედება.

13 რიცხვიდან საერთო მდგომარეობა სწრაფად დაიწყებს გამოსწორებას. ამ დროს თამამად შეიძლება ახალი პროექტებისა და ძველი გეგმების განხორციელება, ახალი საქმეების დაწყება. სასიკეთო შედეგს გამოიღებს ბიზნესმოლაპარაკებები, მნიშვნელოვნად გამყარდება საქმიანი პარტნიორული, საოჯახო და სასიყვარულო კავშირები.

18 რიცხვის შემდგომ კი მზე და პლანეტა მერკური დატოვებს მთვარის კვანძების ნეგატიური ზემოქმედების ზონას, რაც ადამიანებში გაზრდის ენერგიულობას, შინაგანი თავისუფლებისა და წარმატებების სურვილს, გააჩენს მოტივაციასა და ბრძოლისუნარიანობას", - ამბობს ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×