დახურვა
სტილი
12.10.2023

ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის სწრა­ფად მო­ცი­ლე­ბის სა­კი­თხი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის დგე­ბა დღის წეს­რიგ­ში. იმი­სათ­ვის, რომ დი­ე­ტა ეფექ­ტუ­რი იყოს, სა­ჭი­როა, მისი სწორ დღეს და­წყე­ბა. აგ­რეთ­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ იმ პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც, რო­მე­ლიც უმ­ჯო­ბე­სია, კვი­რის კონ­კრე­ტულ დღეს მი­ირ­თვათ.

თუ ვერ­ძი ხართ, აჯო­ბებს დი­ე­ტა და­ი­წყოთ სამ­შა­ბათს. ამ დღის მმარ­თვე­ლი მარ­სია, ისე­ვე რო­გორც თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის. სა­სურ­ვე­ლია, დი­ე­ტას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ივარ­ჯი­შოთ მეტი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

კუ­რომ დი­ე­ტა პა­რას­კევს უნდა და­ი­წყოთ, ამ დღეს კუ­როს მმარ­თვე­ლი ვე­ნე­რა მარ­თავს და შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ნე­რას დღეს და­წყე­ბუ­ლი დი­ე­ტა თქვენ­თვის საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

ტყუპ­მა დი­ე­ტა ოთხშა­ბათს უნდა და­ი­წყოთ. ეს მერ­კუ­რის დღეა, მერ­კუ­რი კი ტყუ­პის მმარ­თვე­ლია.

გირ­ჩევთ. ამ დღის მმარ­თვე­ლი მთვა­რეა, ამი­ტომ ზუს­ტად ორ­შა­ბა­თო­ბით და­წყე­ბუ­ლი დი­ე­ტა იძ­ლე­ვა თქვენ­თვის კარგ შე­დეგს.

ლომ­მა დი­ე­ტა კვი­რას უნდა და­ი­წყოთ. ეს სწო­რედ ის დღეა, რო­მელ­საც ლო­მის მმარ­თვე­ლი მზე მარ­თავს.

ქალ­წუ­ლის­თვის კარ­გი დღე დი­ე­ტის ან გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი შიმ­ში­ლის და­სა­წყე­ბად ოთხშა­ბა­თია.

სას­წორ­მა დი­ე­ტა კუ­როს მსგავ­სად, ვე­ნე­რით მარ­თულ დღეს - პა­რას­კევს უნდა წა­მო­ი­წყოთ.

მო­რი­ე­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი დი­ე­ტის და­სა­წყე­ბად არის სამ­შა­ბა­თი. ამ დღეს მის­თვის საკ­მა­რი­სად მა­ღა­ლია მო­ტი­ვა­ცია და სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლი აღე­ბუ­ლი სტარ­ტის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად.

მშვილ­დო­სანს დი­ე­ტის და­წყე­ბას ხუთ­შა­ბათს გირ­ჩევთ. თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, დი­ე­ტა მკაც­რი და ძა­ლი­ან მწი­რი არ იყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მისი დაც­ვა გა­გიძ­ნელ­დე­ბათ.

თხის რქის­თვის დი­ე­ტის და­სა­წყე­ბად იდე­ა­ლუ­რი დღეა შა­ბა­თი, რო­მელ­საც პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მარ­თავს. სა­სურ­ვე­ლია, დი­ე­ტა სრუ­ლი ერ­თდღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბით და­ი­წყოთ.

მერ­წყუ­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი მსგავ­სად თხის რქი­სა შა­ბა­თია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­საც თხის რქის მსგავ­სად თა­ნამ­მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ჰყავს.

თევ­ზებს დი­ე­ტის და­წყე­ბას ხუთ­შა­ბათ დღეს გირ­ჩევთ. თქვე­ნი რა­ცი­ო­ნი გა­ჯე­რე­ბუ­ლი უნდა იყოს წვე­ნე­ბით და სამ­კურ­ნა­ლო ჩაით.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ:

ორ­შა­ბათს უნდა შე­ამ­ცი­როთ ფქვი­ლის პრო­დუქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, არ და­ა­მა­ტოთ ზედ­მე­ტი მა­რი­ლი საკ­ვებ­ში, არ მი­ირ­თვათ მწნი­ლე­ბი, შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცი, ცხა­რე ბოსტნე­უ­ლი, ალ­კოჰო­ლი.

სამ­შა­ბათს უნდა შე­ზღუ­დოთ პუ­რის, ღვე­ზე­ლე­ბი­სა და ტკბი­ლე­უ­ლის მოხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ ცხა­რე ბოსტნე­უ­ლი, მწნი­ლე­ბი და მა­რი­ნა­დე­ბი, პარ­კოს­ნე­ბი და მარ­ცვლე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი ცხა­რე სა­ნე­ლებ­ლე­ბით, კვერ­ცხი და ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი.

ოთხშა­ბათს სა­სარ­გებ­ლოა ბოსტნე­უ­ლი: სტა­ფი­ლო, ჭარ­ხა­ლი, ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, სხვა­დას­ხვა მწვა­ნი­ლი; უნდა შე­ამ­ცი­როთ ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბი­სა და ცი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ჯან­სა­ღია სხვა­დას­ხვა სა­ლა­თი და ფა­ფე­უ­ლი თხი­ლის, ჩი­რი­სა და კენკრის და­მა­ტე­ბით.

ხუთ­შა­ბათს სა­სარ­გებ­ლოა საჭ­მელ­ში ლი­მო­ნის წვე­ნი­სა და ზე­ი­თუ­ნის ზე­თის და­მა­ტე­ბა, ტკბი­ლე­ულს ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ და შე­ზღუ­დეთ ბოლ­ქვი­ა­ნი ბოსტნე­უ­ლის მოხ­მა­რე­ბა.

პა­რას­კევს უმ­ჯო­ბე­სია მი­ირ­თვათ ხილი, კენკრა, თაფ­ლი, თხი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი მარ­ცვლე­უ­ლი, ცხა­რე ბოსტნე­უ­ლი, ფქვი­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, და­ლი­ოთ ხი­ლის წვე­ნე­ბი, მაგ­რამ თავი შე­ი­კა­ვოთ კვერ­ცხის, სო­კოს­გან, ცხა­რე პრო­დუქ­ტე­ბის­გან, ხორ­ცი­სა და თევ­ზის კერ­ძე­ბის­გან.

შა­ბათს საკ­ვებ­ში ზო­მი­ე­რე­ბა სა­სარ­გებ­ლოა, მი­ირ­თვით: ყვე­ლი, ხაჭო, კვერ­ცხი, ჩირი, თხი­ლი, კიტ­რი და ყა­ბა­ყი, ის­პა­ნა­ხი, სოკო, ქლი­ა­ვი, მოც­ვი, მწვა­ნი­ლი. ასე­ვე ტკბი­ლი კერ­ძე­ბი; თავი შე­ი­კა­ვეთ ცხა­რე და და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის­გან, შემ­წვა­რი და შე­ბო­ლი­ლის­გან და მა­ღა­ლალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის­გან.

კვი­რას ორ­გა­ნიზ­მი მაქ­სი­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რია და ად­ვი­ლად ით­ვი­სებს ყვე­ლა სა­ხის საკ­ვებს.

წყარო: ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×