დახურვა
სტილი
13.10.2023

ასტროლოგი რამაზ გიგაური მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აზიარებს:

ეს დაიწყება მზის დაბნელებით 14 ოქტომბერს (სასწორის 21-ე გრადუსი) და დასრულდება მთვარის დაბნელებით 29 ოქტომბერს (მორიელის მე-6 გრადუსი). პირველის „სიტყვა-გასაღები: „მე და შენ" (კავშირი ან მტრობა). მეორის სიტყვა გასაღებია: „ჩემი და შენი" (გაერთიანება ან გაყოფა).

განსაკუთრებით რთულია მეორე, მთვარის დაბნელება, 29 ოქტომბერს, რადგან ამ დროს მზესთან შეერთებაშია ძლიერი მარსი (მორიელში), რაც მიანიშნებს აგრესიაზე, ბრძოლასა და ხიფათზე. თუმცა როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მარსი 12 ოქტომბერს შევა მორიელში და 24 ნოემბრამდე დარჩება. ამ დროს მარსის გამოვლენა არის ძალიან აქტიური და ინტენსიური (როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე).

როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში არის სასტიკი მოქმედებების პერიოდი.

8 ოქტომბრის პროგნოზშიც დავწერე (ჩემს მეორე გვერდზე) ისრაელის შესახებ, რომ თუ 15 ოქტომბრის ჩათვლით აქტიური საომარი მოქმედებები გაჩერდა, მაშინ მოვლენები სწრაფად ჩაწყნარდება (თუმცა რასაც, ანუ პროგნოზის დაწერიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ ვუყურებ, ამის შანსი მცირეა, სამწუხაროდ). მეორე, ნეგატიური სცენარი მიანიშნებს, რომ სხვადასხვა გამოვლენებით შესაძლოა ეს საომარი მოქმედებები საშუალოდ ერთ წელიც კი გაგრძელდეს.

ინდივიდუალურ დონეზე (ზოდიაქოს ნიშნების კუთხით):

„დაბნელებების დერეფანი" აქტიური პირველ რიგში იქნება:

* სასწორებისთვის და მორიელებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სასწორის მესამე და მორიელის პირველ დეკადაში არიან დაბადებულები (სადღაც 14 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე).

* ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი (ანუ 1 გრადუსიანი გადაცდომით), რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს პირად ჰოროსკოპში 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე განთავსებული აქვთ არა მაინდამაინც მზე, არამედ ასცენდენტი, რომელიმე პლანეტა, შავი მთვარე და ა. შ.

ასევე ყურადღებას ითხოვს ვერძი და კუროს ნიშნები. რატომ? იმიტომ, რომ ეს დაბნელებები ხდება სასწორში და მორიელში და „სარკული ანარეკლით" (ოპოზიციური ასპექტი) გავლენა აქვს სწორედ ვერძსა და კუროზეც.

მარსის მორიელში ყოფნა (12.10 - 24.11) აქტიური და ინტენსიური იქნება თვითონ მორიელებისთვის, როდესაც მარსი მათ ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეურთდება, ეს იქნება აქტიური, წარმატებული ან სახიფათო დღეები (გააჩნია, კონკრეტული მორიელის ჰოროსკოპში რამდენად ჰარმონიულად არის მზე განთავსებული).

მარსის ეს ინგრესია ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც მარსი აქვთ მორიელში, მათთვის ორწლიანი პერიოდის შეჯამება იქნება. ამ 43-44 დღიან მონაკვეთში ისინი მიიღებენ შედეგებს. რას კონკრეტულად? რაც „დათესეს" და რასაც „მოუარეს" ამ ორ წელში.

დანარჩენ ნიშნებთან შედარებით ნეიტრალურია. გარდა იმ შემთხვევისა, ვისაც როგორც უკვე აღვნიშნე, პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი.

გამარჯვება ისრაელს და უკრაინას! მშვიდობა ყველას და განსაკუთრებით ისრაელში და უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს! გამხნევებთ ყველას და გიგზავნით სიყვარულს!",- წერს რამაზ გიგაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×