დახურვა
სტილი
14.10.2023

,,ზოგადად დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო, ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო. მზის დაბნელების გავლენამ, მთვარის დაბნელებისგან განსხვავებით, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდეც შეიძლება გასტანოს. ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად 14 ოქტომბრის დაბნელების პროცესზე, იმაზე თუ რა პერსპექტივებზე საუბრობენ ვარსკვლავები. ვარსკვლავებით არ ვწინასწარმეტყველებთ, არ ვმკითხაობთ, ვარსკვლავებით ვკითხულობთ გარკვეულ ინფორმაციას, ისევე როგორც სინოპტიკოსები იღებენ გარკვეული ხელსაწყოებით ინფორმაციას მომავალ პროგნოზებზე და ისევე, როგორც ვთქვათ საფონდო ბირჟებზე მოსალოდნელ ცვლილებებზე აკეთებენ პროგნოზს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×