დახურვა
სტილი
18.10.2023

2023 წლის მთავარი მმართველი პლანეტა მარსი მორიელის ნიშანში გადავიდა, სადაც 25 ნოემბრამდე დარჩება.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა აღნიშნულ პლანეტას ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია აქვს და თითოეულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას ჰპირდება. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს გარკვეული საფრთხეებიც.

პლანეტა მარსი მორიელის ნიშანში 12 ოქტომბერს გადავიდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქ 25 ნოემბრამდე დარჩება. ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად მოგვიწევს, საკუთარი რესურსები დავიცვათ და შინაგან შიშებსა და კომპლექსებს გავუმკლავდეთ.

აღნიშნულ პერიოდს უმტკივნეულოდ გაივლიან ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ სიმტკიცეს ერთდროულად გამოავლენენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ შიშებს ჩაუღრმავდეთ და აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში.

ეს შესაძლოა, თქვენთვის ერთგვარი გარდამტეხი ეტაპიც კი აღმოჩნდეს, როცა საბოლოოდ მიხვდებით, ვისთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოთ და ვის უნდა დაემშვიდობოთ სამუდამოდ.ეს არ ეხება მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს. ახლა გექნებათ შესაძლებლობა, რომ ირგვლივ კარგად მიმოიხედოთ და ტოქსიკური ადამიანები აღმოაჩინოთ, რომლებიც გამხნევების ნაცვლად, შიშებსა და კომპლექსებს გინერგავენ და საბოლოოდ გაწყვიტოთ მათთან ურთიერთობა.შესაძლოა, გადაფასების ეს ეტაპი არაკომფორტული იყოს, მაგრამ სამომავლო წარმატებისა და ბედნიერებისთვის აუცილებლად გჭირდებათ აღსანიშნავია ისიც, რომ 28 ოქტომბერს კუროს ნიშანში დაბნელებაა, რამაც შესაძლოა, ფინანსური თვალსაზრისით, თქვენი მდგომარეობა გააუმჯობესოს და სარგებელი ნახოთ. თუ ხართ ქალწულის, თხის რქისა და კუროს ნიშნის წარმომადგენელი, ცვლილებას განსაკუთრებით იგრძნობთ.

25 ნოემბრამდე მარსი ყველაზე დიდ გავლენას კუროს ნიშანზე მოახდენს, რადგანაც ის თქვენი ურთიერთობების სექტორშია. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, სრულიად მოულოდნელად, თავს დიდი ბედნიერება და სიყვარული დაგატყდეთ, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი და მასთან ერთად ბევრი კარგი დღე გაატაროთ.დანარჩენი ნიშნებისთვის, მარსის მორიელის ნიშანში ყოფნა ურთიერთობების თვალსაზრისით, ბევრ რამეს ცხადს გახდის. ახლა ზუსტად დაინახავთ ყველა იმ ბზარსა და წყენას, რომელსაც ვერ ხედავდით, ან კიდევ დანახვა არ გსურდათ.

ამიტომაც, ასტროლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში წყვილებს შორის შესაძლოა, კომუნიკაცია გართულებული იყოს, გამწვავდეს კონფლიქტები და რადიკალურ გადაწყვეტილებამდეც კი მიხვიდეთ.თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული პერიოდი ურთიერთობებში სიცხადის შემოტანის ეტაპია.

ამიტომაც, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი ნოემბრის ბოლოსთვის თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი სიყვარულში საბოლოოდ გამოგიტყდეთ და ქორწინება შემოგთავაზოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×