დახურვა
სტილი
21.10.2023

9 ნოემბერს ვენერა, ურთიერთობების პლანეტა, სასწორის ნიშანში გადადის, სადაც ის წარსულის კვანძს უერთდება. ამიტომაც, ბევრ მამაკაცს ყოფილ შეყვარებულთან, პარტნიორთან მიბრუნებისა და მასთან საუბრის, დეტალების ბოლომდე გარკვევის სურვილი გაუჩნდება. აღნიშნულმა სურვილმა კი შესაძლოა, ურთიერთობა ან საბოლოოდ დაასრულოს, ან კიდევ სიყვარულს ერთი შანსი მისცეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასტროლოგების თქმით, 27-28 ნოემბრისთვის ბევრი ადამიანი სიყვარულის თვალსაზრისით, წარსულს დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება.

ურთიერთობების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 13 ნოემბერი იქნება. ამ დღეს პლანეტა მარსის, მზისა და მთვარის შეერთებაა, რამაც შეიძლება ახალი, ღრმა ემოციური კავშირების გაჩენა გამოიწვიოს. უფრო მეტიც, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით შეგიყვარდებათ. ნოემბერში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს კი სიყვარულის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის:

მორიელი

ნოემბერში შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი თაყვანისმცემელი გამოჩნდეს, რომელიც თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. დიდი შანსია, რომ თქვენი რჩეული თქვენსავე სამუშაო გარემოდან იყოს.

ტყუპები

ნოემბერში საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომ თქვენი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყოთ და წარსულში დატოვებულ ურთიერთობას საბოლოოდ დაემშვიდობოთ. ამავდროულად, ყველა შანსი გაქვთ, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელთან მეგობრობაც მალე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

კირჩხიბი

ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ნოემბერში სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით სიახლეები ელის, კირჩხიბია. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდება, რომელთანაც საოცარ სიახლოვეს იგრძნობთ და მიხვდებით, რომ მასთან კომუნიკაცია განსაკუთრებით მოგწონთ.

მერწყული

მერწყულებს ნოემბერში მოუწევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ. თუკი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაწუხებთ წარსულის აჩრდილები, შემოდგომის ბოლო თვე გარდამტეხი აღმოჩნდება და მიხვდებით, რომ აღარ ღირს იმაზე გაჩერება, რასაც განვითარება არ უწერია. ამავდროულად, გაქვთ დიდი შანსი, რომ ნოემბერში თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც ყველა იმედგაცრუებას დაგავიწყებთ და სიყვარულისადმი რწმენას დაგიბრუნებთ.

კურო

ასტროლოგების თქმით, ნოემბერში შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ, აგიმაღლებთ თვითშეფასებას და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. მისგან ურთიერთობის სწრაფად განვითარების სურვილს იგრძნობთ და არ არის გამორიცხული, დაქორწინებაც მალევე შემოგთავაზოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×