დახურვა
სტილი
27.10.2023

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ 3 ნიშანს, რომლებიც 2023 წლის ნოემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ და სხვადასხვა საკითხის მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.

ასტროლოგების თქმით, უკვე დადგა დრო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა სულიერ ჭრილობებს მიაქციონ ყურადღება. შესაძლოა, სამსახურის, სწავლისა თუ ყოველდღიურობის ფონზე, თქვენი ემოციური მდგომარეობა გვერდზე გადადეთ და არსებული რესურსის გამოყენებას ცდილობდით. თუმცა, ნოემბერში მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე ზრუნვა აღარ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციური არასტაბილურობა განსაკუთრებით შეგაწუხებთ, ძალასა და მოტივაციას დაგაკარგვინებთ და ნეგატიურ განწყობას შეგიქმნით. შეეცადეთ, ამ თვის განმავლობაში შინაგანი, თუ გარე კონფლიქტები მოაგვაროთ. დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გული გატკინათ, იმედი გაგიცრუათ. შესაძლოა, ამ საუბარში თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინოთ და შედეგის მიღება ასეთი მტკივნეული აღარ იყოს. გამოიჩინეთ გამბედაობა და კომუნიკაციისთვის პირველი ნაბიჯები გადადგით. სხვა შემთხვევაში, თქვენი ემოციური ფონის დასტაბილურება ძალიან გაგიჭირდებათ და მთელი თვის განმავლობაში უარყოფითი განცდები გაგყვებათ.

მორიელი

მორიელებს ნოემბერში გაუჩნდებათ განცდა, რომ ახლა ყველა საქმემ, აქტივობამ ერთად მოიყარა თავი და თავისუფალი დროის განსაზღვრება აღარ არსებობს. ეს კი შესაძლოა, მომატებული შფოთვისა და ემოციურობის წინაპირობა გახდეს. შესაძლოა, ამ თვეში ბევრ ღონისძიებაზე წასვლა, უფრო დატვირთული სამუშაო გრაფიკი, გადამეტებული ყურადღება შეგხვდეთ. ამან კი კომფორტული მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ და გარკვეული არჩევანის წინაშე დაგაყენოთ.ცვლილებები და სიახლეები, კარგია, თუმცა, მოგიწევთ, პრიორიტეტები გადაანაწილოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ და ყოველდღიურ რუტინასა და ვალდებულებებში თქვენი სურვილები არ ჩაგეკარგოთ. დაისვენეთ, განიტვირთეთ, დაალაგეთ პრიორიტეტები. სხვა შემთხვევაში, ემოციურ არასტაბილურობასთან გამკლავება გაგიჭირდებათ.

მერწყული

ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, 2023 წლის ნოემბერში დილემის წინაშე აღმოჩნდეთ, რომლის გადადებასაც ვეღარ მოახერხებთ. ახლა გარკვეული საკითხების მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება გაქვთ. ხან ერთი გზა გგონიათ სწორი, ხან - მეორე. საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გსურთ და ცდილობთ, ყველა მიმართულებით ერთნაირად პროდუქტიული იყოთ. ცვლილებები არ გინდათ. არის რაღაცები, რაც სამუდამოდ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და ახალი ეტაპი დაიწყოთ. ნოემბერი კი სწორედ ამ არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. ცვლილებები შესაძლოა, არაკომფორტული აღმოჩნდეს, მაგრამ გახსოვდეთ - თუკი საბოლოოდ არ იტყვით უარს იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ენერგიას გართმევთ, წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×