დახურვა
სტილი
27.10.2023

თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი მოვლენები ზედიზედ გადაება ერთმანეთს, გადახედეთ, იქნებ რამეს ისე არ აკეთებთ. მაგალითად, შესაძლოა რომელიმე ისეთი ნივთი გაასხვისეთ დროებით, რომლის სახლიდან გაშვება არ შეიძლება.

საუბარია ძველებურ ნივთებზე, ბეჭდებზე, ძვირფას ნივთებზე. მსგავსი ნივთების საჩუქრად მიღება ან თუნდაც ცოტა ხნით თხოვება ადამიანებს კარგს არაფერს უქადის. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ოქროსთან, ვერცხლთან და პლატინასთან მიმართებაში.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ისევე, როგორც ძვირფასეულობა, ადამიანის ენერგეტიკას ატარებს. ამ ნივთების გათხოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ მოგიხდათ ტანსაცმლის სხვისგან ან სხვისთვის თხოვება, მისი გარეცხვის დროს წყალში მწიკვი მარილი უნდა ჩაამატოთ. ის სამოსს ძველი მეპატრონის ენერგეტიკისგან გაათავისუფლებს.

მარილი კი უძველესი დროიდან ყველაზე ამოუცნობ ნივთიერებად მიიჩნევა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მარილი სახლში მცხოვრები ადამიანების ენერგეტიკას აგროვებდა. მისი გაცემით კი ამ ენერგიას, სასიცოცხლო ძალებსაც გასცემთ. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მეზობლისთვის მარილის მიცემის შემდეგ თავს გადაღლილად და უენერგიოდ იგრძნობთ. ასევე მაშინვე გააფრთხილეთ ადამიანი, ვინც მარილს გთხოვთ, რომ მისი დაბრუნება საჭირო არ არის.

არ არის მიზანშეწონილი ასევე სამზარეულოს ინვენტარის გათხოვება, მაგალითად დიდი ქვაბების ან სხვა რაიმე ჭურჭლის. მას ოჯახის ბარაქა მიყვება.

არასდროს ათხოვოთ სხვას თმის სამაგრები ან სხვა აქსესუარი, რომელიც თმასთან არის დაკავშირებული. ასე თქვენ საკუთარ ენერგიას გასცემთ. ამას შესაძლოა მოჰყვეს თავის ტკივილი, დეპრესია და ენერგიის დაქვეითება.

წყარო: შინ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×