დახურვა
სტილი
28.10.2023

ახალ წელს ყველა ადამიანი, როგორც წესი, სიახლეებისა და უკეთესი მომავლის სურვილით ელის. დღეს გაგიზიარებთ 2024 წლისთვის ასტროლოგიურ პროგნოზს, როგორი იქნება მომდევნო წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთება და რა მიმართულებით მიაღწევენ წარმატებას:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

2024 წელი ვერძს უჩვეულო თავგადასავლებსა და ექსპერიმენტებს ჰპირდება. თქვენი თამამი იდეები დაფასდება და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. 2024 წელი პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც სიახლეების მომტანი აღმოჩნდება. თუკი მარტოხელა ხართ, შესაძლოა, ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ და სასიამოვნო თავგადასავალი შექმნათ. თუ ურთიერთობაში ხართ, თქვენი კავშირი კიდევ უფრო მეტად გამყარდება და ჰარმონიული გახდება.

ასტროლოგების თქმით, წარმოუდგენლად პროდუქტიული და საინტერესო პერიოდი გელით. შესაძლოა, წლის დასაწყისში გარკვეული ტიპის ვალდებულებები და სირთულეები შეგხვდეთ, თუმცა, ხელს ნუ ჩაიქნევთ. მოულოდნელი სიახლეები და სიურპრიზები მოტივაციას აგიმაღლებთ. 2024 წელს ყველა შანსი გაქვთ, რომ სამსახურებრივი პოზიცია შეიცვალოთ, ხელფასი, შემოსავალი გაგეზარდოთ, საკუთარი ბიზნესი განავითაროთ.

ახლა თქვენი შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა განსაკუთრებით გამოგადგებათ და სასურველ მიზნამდე მიგიყვანთ. ასტროლოგები ასევე გაფრთხილებენ, რომ წლის განმავლობაში, შესაძლოა, ორაზროვანი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდეთ და კარგად დაფიქრება გმართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგით უკმაყოფილო დარჩებით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კუროსთვის დრაკონის წელი განვითარებასთან და პიროვნულ ზრდასთან იქნება დაკავშირებული. 2024 წლის პირველი თვეები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით და საკუთარი შრომისმოყვარეობა დაწინაურებასა და ავტორიტეტის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ადამიანებთან კომუნიკაცია გაგიმარტივდებათ და უფრო თავდაჯერებული გახდებით. გაზაფხულზე, ასტროლოგების თქმით, ენერგიისა და ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ. ახალი იდეები გაგიჩნდებათ და იპოვით შთაგონებას, რომ რაღაც შეცვალოთ უკეთესობისკენ.

ეს არის წელი, რომელიც უამრავ ახალ შესაძლებლობას გაგიხსნით. თუკი დიდი ხანია, რაიმეს შესწავლა, შესწავლა, კურსების გავლა გსურთ, ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ ეს ყველაფერი წარმატებით მოახერხოთ.

2024 წელს მოგიწევთ, ძველი წყენა საბოლოოდ მიატოვოთ და ცხოვრება განახლებული ფურცლიდან დაიწყოთ.

ასტროლოგები თქმით, 2024 წელს თქვენი მთავარი ამოცანა ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია იქნება. თუკი თქვენს შინაგან სიმორცხვესა და თავშეკავებულობას დაძლევთ, საკუთარ პოტენციალს გამოავლენთ, დრაკონი ყველა წამოწყებასა და ინიციატივაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

2024 წელი სწრაფ ცვლილებებსა და მოულოდნელ შესაძლებლობებს გპირდებათ. ასტროლოგების თქმით, თქვენ გარშემო უამრავი საინტერესო რამ მოხდება და შესაძლოა, ერთ კონკრეტულ თემაზე ფოკუსირება გაგიჭირდეთ. თუ ტყუპების მოუსვენარ ბუნებას გავითვალისწინებთ, ეს წელი შესაძლოა, ერთგვარი გამოწვევაც კი იყოს, რადგანაც ბევრ ახალ შესაძლებლობასა და შეთავაზებას შორის არჩევანის გაკეთება და პრიორიტეტების დალაგება გაგიჭირდებათ.

თუკი შეძლებთ, დაწყებულ საქმეებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ, მაშინ ეს წელი თქვენთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი იქნება. დრაკონი ხომ ცვლილებებისა და გამბედაობის სიმბოლოა.

ფინანსურად მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ მდგომარეობა გექნებათ, თუმცა, ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებს 2024 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ წააწყდეთ. ამიტომაც, ჯობს, დანაზოგი გააკეთოთ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ 2024 წელს მნიშვნელოვანი თანხა არავის ასესხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წლის ბოლოს კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბებს, როგორც წესი, სტაბილური გარემო უყვართ. თუმცა, დრაკონს თქვენი გადამეტებულად ფრთხილი ბუნება არ მოსწონს. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მოგიწევთ, სტაბილურობისა და კომფორტის ჩვევას დაძლიოთ და სიახლეებისკენ გადადგათ ნაბიჯი. ეს განსხვავებულ შესაძლებლობებს აუცილებლად მოგიტანთ. 2024 წელი გაძლევთ შანსს, რომ ყოველი ახალი გამოწვევა საკუთარ ძალად და წარმატებად აქციოთ. წლის პირველ კვარტალში უფრო ფრთხილად უნდა იყოთ და გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ

თქვენთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი 2024 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება. მოგიწევთ, საბოლოოდ გადახედოთ ყველაფერს, რაც ერთ დროს წამოიწყეთ და შუა გზაზე გააჩერეთ. ან ბოლომდე უნდა თქვათ უარი, ან კიდევ განვითარება განაგრძოთ. კირჩხიბებისთვის წლის ბოლო ყველაზე ნაყოფიერი იქნება, როცა შრომისა და თავდადების შედეგებს დაინახავენ და დამსახურებულ აღიარებას მიიღებენ.

2024 წელი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებას გპირდებათ. მთავარია, ემოციების გაკონტროლება შეძლოთ და მოქმედება არ დაგეზაროთ. ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოხატოთ და საჭირო მხარდაჭერაც მიიღოთ.

ლომი (23 ივლისი - 21 აგვისტო)

2024 წელს თქვენი შეუპოვრობა და ძალა მოგცემთ შესაძლებლობას, ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ, მიატოვოთ ძველი, უსარგებლო ბილიკები და ახალი, კიდევ უფრო წარმატებული გზა აღმოაჩინოთ. ასტროლოგების თქმით, ლომი 2024 წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. დრაკონი სიყვარულსა და კომუნიკაციაში ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით და სასიამოვნო თავგადასავალს მოგიწყობთ.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე მუდმივად დადგებით და კარგად დაფიქრება მოგიწევთ. განსაკუთრებით იღბლიანი წლის მეორე ნახევარი იქნება, როცა შეგეძლებათ, ფინანსურ წარმატებასაც მიაღწიოთ და პირადი ცხოვრებაც გაიუმჯობესოთ.

ამავდროულად, ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების შეფასებისას არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უარყოფითი შეფასებები მიიღოთ და დიდი წარმატების შანსი დაკარგოთ. 2024 წელს საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთვებით და თქვენს სიტყვას ხმამაღლა იტყვით, თუმცა ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ.

ქალწული (22 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ასტროლოგების თქმით, 2024 წელს ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები გაზრდილ თავდაჯერებულობასა და ყველაზე ამბიციური პროექტების განხორციელების სურვილს იგრძნობენ. დრაკონი დაგეხმარებათ, ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვაში და საკუთარი თავისთვის ახალი ჰორიზონტების აღმოჩენაში. ამიტომაც, ეს საოცარი დრო აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ახლა ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრება გარდაქმნათ, პირადი ცხოვრება შეცვალოთ, გააკეთოთ ის, რაზედაც სულ ოცნებობდით, მაგრამ ძალა, მოტივაცია და ენერგია არ გყოფნიდათ.

2024 წელი მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი საუკეთესო მხარე წარმოაჩინოთ. ეს წელი შესაძლოა, აღმოჩნდეს პერიოდი, როდესაც წარსულში დატოვებულ ჰობის, ნიჭსა თუ მისწრაფებას გაიხსენებთ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ.

ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგეთ და იფიქროთ, რომ ეს ურთიერთობა არ არის ის, რაც გჭირდებათ. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელად ისაუბროთ და საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე გაამახვილოთ ყურადღება.

ასტროლოგების მთავარი მესიჯი თქვენთვის ასეთია: დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილზე, რადგანაც ხშირად სხვებზე ფიქრში, მათ დახმარებაში თქვენი თავი გავიწყდებათ და რეალურ სურვილებს უგულებელყოფთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

2024 წელს დრაკონი სასწორებს მათთვის სრულიად უჩვეულო ქცევას - გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს მოსთხოვს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ, თქვენს ცხოვრებაში არსებული იღბალი აღმოაჩინოთ და წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ბრძენი დრაკონი შესანიშნავ სუპერძალად მოგცემთ. ამ წლის განმავლობაში შეძლებთ, დაინახოთ ის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით და ადამიანებსა თუ ცხოვრებას განსხვავებული თვალით შეხედოთ, საბოლოოდ მიხვდეთ, ვინ გჭირდებათ გვერდით და ვისთან კომუნიკაციაზე უნდა თქვათ უარი.

2024 წლის განმავლობაში დიდ ძალასა და მოტივაციას იგრძნობთ. ამიტომაც, კარიერული თვალსაზრისით წინსვლა გელით. ეს პერიოდი ახალი შესაძლებლობებითა და მოულოდნელი გადახვევებით იქნება სავსე. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თუ რაიმეს ახალსა და განსხვავებულს შემოგთავაზებენ, ნუ შეგეშინდებათ დაწყების. დიდი შანსია, რომ მოულოდნელად იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოთ.

მწვანე ხის დრაკონი შეგახსენებთ, რომ ურთიერთობებში გარკვეული ციკლის დასრულება გარდაუვალია. ეს ეხება როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებს. თუ სასწორები დაინახავენ, რომ ცვლილებების დროა და ნებაყოფლობით დაასრულებენ იმას, რაც მათთვის საჭირო და საინტერესო აღარაა, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შეძლებენ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ადაპტაციის შესანიშნავი უნარის გამო, მორიელის ნიშნის წარმომადგენლები 2024 წლის განმავლობაში ბევრ ცვლილებას კარგად გამოიყენებენ და პიროვნული თუ კარიერული წინსვლისთვის მოემზადებიან. ეს კი დიდ წარმატებასა და ახალი ჰორიზონტების დაპყრობას, თქვენი შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებით გამოცდას გპირდებათ. თუმცა, ასტროლოგების თქმით, 2024 წელი მორიელისთვის მხოლოდ ზრდისა და განვითარების წელი არ იქნება. დრაკონი გაიძულებთ, გარკვეულ მოვლენებს რეალური თვალით შეხედოთ და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ.

გაძლიერებული ლიდერული თვისებების გამო, გარშემო მყოფებს თქვენკენ მიიზიდავთ, კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და შინაგან ძალას იგრძნობთ და შეძლებთ იმის გაკეთებას, რასაც ადრე ვერ ბედავდით, ან მოტივაცია არ გყოფნიდათ. 2024 წელი მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის სწრაფი ცვლილებებისა და მოულოდნელი აღმოჩენების წელი იქნება. ეს წელი სასარგებლო კონტაქტებისა და საინტერესო ადამიანების სიმრავლეს გპირდებათ.

მოემზადეთ რემონტისთვის, გადაადგილებისთვის, საცხოვრებელი სივრცის შეცვლისთვის. ეს წელი, ამ მიმართულებითაც დატვირთული იქნება. ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს. აღიარეთ თუნდაც მცირე წარმატება და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იპოვით. სამსახურში შესაძლოა, ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ და ეს ცვლილებები პოზიტიური და წარმატების მომტანი იქნება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 22 დეკემბერი)

ყველაფერი, რასაც 2024 წელს წამოიწყებთ, წარმატებისთვისაა "განწირული". თუ საკუთარი ბიზნესის გახსნას, პირადი ცხოვრების შეცვლას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გადაწყვეტთ, სამყარო თქვენ მხარეს იქნება. ასტროლოგების თქმით, დრაკონის წელი ბედის მოულოდნელ საჩუქრებს გპირდებათ. ეს შეიძლება, ფული, რჩევა, ან დახმარება იყოს, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოჩნდება, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ. ასტროლოგების თქმით, 2024 წელი თქვენთვის შესაძლოა, ერთგვარ გარდამტეხ პერიოდად იქცეს და ის მოვლენები, რაც ამ წელს მოხდება, დიდხანს გაგყვეთ ცხოვრებაში.

თუმცა, წარმატების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუკი პასუხისმგებლობის აღების, შრომისა და გამბედაობის არ შეგეშინდებათ. ეს წელი ახალი ადამიანების, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ახალი პარტნიორის აღმოჩენის წელი და სასიამოვნო თავგადასავლების პერიოდიც იქნება. ასტროლოგები 2024 წელს თქვენთვის გლობალური ცვლილებების პერიოდს უწოდებენ. თუ სწორად გამოიყენებთ შესაძლებლობებს, წარმატება გელით სიყვარულშიც, კარიერაშიც და ფინანსებშიც.

დრაკონი მხარს უჭერს იმ მშვილდოსნებს, რომლებსაც შემოქმედებითი იდეების გამოვლენის არ ეშინიათ. ახლა მოგიწევთ, ძველი რაღაცები საბოლოოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და ახალს გაუხსნათ კარი. არჩევანის გაკეთებისას კი, მნიშვნელოვანია, რაციონალური ნაბიჯები გადადგათ.

თხის რქა (23 დეკემბერი - 20 იანვარი)

2024 წლისთვის თქვენი მთავარი ამოცანა საზღვრების რღვევა იქნება. თუკი ადრე კომპლექსები, საკუთარ თავში დაეჭვება, არასწორი წარმოდგენები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გაბრკოლებდათ, ახლა მიხვდებით, რომ გათავისუფლების დროა. ამ წელს უამრავ საკითხს გადააფასებთ, განსხვავებული თვალით შეხედავთ ცხოვრებას, ირწმუნებთ თქვენს შესაძლებლობებს და აღიარებისკენ დიდ ნაბიჯებს გადადგამთ.

დრაკონის წელი თქვენთვის სამყაროს განსხვავებული კუთხით დანახვის პერიოდი იქნება. ეს კი გიბიძგებთ, საკუთარი თავიც თავიდან აღმოაჩინოთ, სრულად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი და გააკეთოთ ის, რასაც ადრე ვერ ბედავდით. 2024 წელი თქვენთვის სულიერი, ემოციური და ფიზიკური ზრდის სიმბოლოა.

ეს წელი თქვენი შრომის ნანატრ შედეგებსაც მოგიტანთ და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ, რომ სამომავლოდაც მიაღწიოთ წარმატებას. კარიერაში რამდენიმეწლიანი სირთულეების შემდეგ, საბოლოოდ მიიღებთ აღიარებას და ფინანსური დაბრკოლებების დაძლევასაც მოახერხებთ.

რაც მთავარია, სრულ ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავთან და ზუსტად განსაზღვრავთ, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის.

მერწყული (21 იანვარი - 19 თებერვალი)

თქვენი უნიკალური უნარი, რომ დაინახოთ ისიც კი, რაც ჰორიზონტს მიღმაა, წარმატებული ბიზნეს სტრატეგიების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. 2024 წელს მერწყულს თითქმის ყველა საქმეში გამართლება და წარმატება ელის, რადგანაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების თვისებები, წლის მთავარი მმართველის, დრაკონის თვისებებს ზუსტად ემთხვევა. ორივე ინოვაციური, ამბიციური, მოქნილი და სხარტია.

თუმცა, ასტროლოგების თქმით, მერწყულების შემართება, რომ ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიონ, შესაძლოა, ზოგიერთი მიმართულებით, გადაჭარბებული აღმოჩნდეს და ვერ შესრულდეს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს რეალისტური მიზნები და საქმეები დაუსახოთ. სხვა მხრივ, დრაკონის მშფოთვარე ტემპერამენტთან ერთად ეს წელი კარიერასა და სიყვარულში შესანიშნავი შედეგების მიღწევას გპირდებათ.

ასტროლოგების თქმით, მერწყულებს ცვლილებები წლის დასაწყისშივე ელით. წინ დიდი წარმატებაა. მთავარია, იმპულსურობასა და სიჩქარეს არ მისცეთ უფლება, ყველაფერი გააფუჭოს. 2024 წელს ბევრ ახალ ადგილს აღმოაჩენთ, გაიცნობთ განსხვავებულ ადამიანებს და საკუთარ თავსაც ჩაუღრმავდებით, გადააფასებთ რაღაცებს და მოვლენებს განსხვავებული თვალით შეხედავთ.

მომდევნო წლისთვის, ასტროლოგების მთავარი რჩევაა - დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს, მაგრამ საკუთარი თავი ნუ დაგავიწყდებათ. რთულ პერიოდებში შეეცადეთ, თქვენს თავს ემოციურად მხარი დაუჭიროთ და მოვლენები რეალისტურად შეაფასოთ. 2024 წელი თქვენთვის გარდამტეხი პერიოდი იქნება. განსაკუთრებით იმ მერწყულებისთვის, რომლებიც 28 იანვრამდე დაიბადნენ. ასევე, გაიხსენეთ მოვლენები, რომლებიც 2023 წლის მარტი-ივნისის პერიოდში მოხდა. შესაძლოა, 2024 წელს ის საკითხები კვლავ აქტუალური იყოს. მომდევნო წელი ბევრი შეუქცევადი და მნიშვნელოვანი მოვლენით დაგამახსოვრებთ თავს.

თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)

2024 წელს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარ თავში იმდენ ახალ შესაძლებლობასა და უნარს აღმოაჩენენ, რომ თავადაც გაუკვირდებათ. დრაკონის წელი გაიძულებთ, პასიური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, კიდევ უფრო გააქტიურდეთ და თავდაჯერებული გახდეთ. საკუთარი შიშებისა და კომპლექსების დაძლევას შეძლებთ, ეს კი წარმატებისთვის ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით.

2024 წელი სულიერ მეგობართან შეგახვედრებთ, მოგცემთ შესაძლებლობას, კარიერულ საფეხურზე წინ წაიწიოთ და ფინანსური კეთილდღეობა მოიპოვოთ. წლის განმავლობაში რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებით, რაც თქვენი მხრიდან კარგად დაფიქრებასა და მოვლენების ანალიზს მოითხოვს. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.

2024 წელს საყვარელი ადამიანების სითბო და ყურადღება ნებისმიერ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. წლის დასაწყისში შესაძლებელია კარიერული წინსვლა ან ბიზნესის გაფართოება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მარტოხელა თევზებისთვის კი მეორე ნახევართან შეხვედრაც...

2024 წლის ზაფხულში დაუვიწყარი თავგადასავლები გელით, რაც თქვენზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოახდენს გავლენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×